30 ივლისს მოსკოვთან ახლოს, კრასნოგორსკის რაიონში მოსკოვის მილიციამ დააკავა 50 წლის "კანონიერი ქურდი" შალვა ჩხენკელი (შალვა ხონსკი) რომელიც 2011 წლიდან ძებნაში იმყოფებოდა.
სალვა ხონსკი ერთერთ სააგარაკო სახლში იმალებოდა, გარეთ ფაქტიურად არ გადიოდა და მხოლოდ ძალიან "ვიწრო წრეს" ხვდებოდა.
შალვა ხონსკი იძებნებოდა იმავე საქმისთვის, რისთვისაც მის მეგობარს, ასევე "კანონიერ ქურდს" ვოვა პიტერსკის (იგორ გლაზნევი) 2012 წელს სასამართლომ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, სასჯელის საგანგებო რეჟიმის ციხეში მოხდით.
გამოძიების მიერ დადგენილი გარემოებით, პიტერსკიმ და სავარაუდოდ შალვა ხონსკიმ, 2011 წელს მოსკოვის სამხრეთ აღმოსავლეთით მდებარე სანტექნიკის მაღაზიის მფლობელს მძიმე დაზიანებები მიაყენეს და სკალპი ახადეს, რადგან მან ნებაყოფლობით არ გადასცა მათ აღნიშნული მაღაზია და ქონება საკუთრებაში. მაღაზიის მფლობელი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
შალვა ხონსკიმ პოლიციას განუცხადა, რომ ამ ხნის განმავლობაში ის უკრაინაში იმალებოდა და სულ რამდენიმე კვირის წინ დაბრუნდა რუსეთში.
მასალის გამოყენების პირობები