რძის პროდუქტების ყიდვისას მომხმარებლებს დღეიდან ზუსტად ეცოდინებათ რისგან არის დამზადებული ეს პროდუქტი. შესაბამისი რეგულაციები მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ძალაში დღეიდან შევიდა.
ცვლილება მოითხოვს, რომ რძის პროდუქტების შეფუთვაზე მკაფიო, კონტრასტული და ადვილად აღქმადი შრიფტით უნდა აღინიშნოს წარწერა - დამზადებულია ნატურალური რძისაგან ან დამზადებულია რძის ფხვნილისაგან.
იმ შემთხვევაში თუ პროდუქტი დამზადებულია მცენარეულ ცხიმზე, უნდა აღინიშნოს, რომ ის მაწვნის ხაჭოს ან არაჟნის მსგავსი პროდუქტია.
როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის უფროსმა კახა სოხაძემ განაცხადა, ნებისმიერ გამოვლენილ სამართალდარღვევას მოჰყვება რეაგირება.
„რომელიც ეტიკეტირებულ წესებს არ ემორჩილება ერთი წლის განმავლობაში ერთი და იგივე პირის მიერ იგივე სამართალდარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას ათას 200 ლარის ოდენობით,“ - განაცხადა კახა სოხაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






