გიორგი მღებრიშვილის პირადი ცხოვრება და ჩაშლილი საქორწინო მოგზაურობა
საზოგადოება - 14:28, 01 Aug, 2015     14438

გასული, 2014 წელი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ გიორგი მღებრიშვილისთვის ძალზე წარმატებული აღმოჩნდა.

კარიერულ წინსვლასთან ერთად, სასიხარულო ცვლილებები ოჯახშიც ჰქონდა: 6 ოქტომბერს მისი გვარის გამგრძელებელი, პატარა ბუჩა მღებრიშვილი გაჩნდა და ახლა იგი ქალ-ვაჟის მამაა. 44 წლის მინისტრი მეუღლესა და შვილებთან ერთად საბურთალოზე, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. წინასაახალწლოდ წყვილს შინ ვესტუმრე.

კარი მისმა მეუღლემ - ნინო გედევანიშვილმა გაგვიღო. ოთახში ლამაზად მორთული ნაძვის ხე იდგა. მის მორთვაში დედას 3 წლის ელენე ეხმარებოდა. რა თქმა უნდა, თოვლის პაპასაც დიდი წერილი მისწერა. ულამაზესი გოგონა ახალი გაღვიძებული იყო, ამიტომ მორცხვობდა, მხოლოდ ის გვითხრა, რომ თოვლის პაპას ბევრი სურვილის ასრულება სთხოვა. შარშანაც აუსრულდა სურვილები. ნაძვის ხის ქვეშ უამრავი საჩუქარი დახვდა. იქვე ეძინა პატარა ბუჩას, რომელიც მამას ძალიან ჰგავს.

გიორგი მღებრიშვილი:

- 2014 წელს ახალი წევრი შემოგვემატა. უკვე ოთხნი ვართ და ძალიან ბედნიერები გახლავართ. ბუჩას დაბადება დიდი სიხარულია ჩვენთვის. 6 ოქტომბერს დაიბადა, 53 სმ, 4 კგ და 100 გრამი იყო. მეგობრები მეხუმრებიან, ბავშვის წონა პარტიის ციფრს დაამთხვიეო.

- სახელი თქვენ დაარქვით?

ეს სახელი ჩემი გარდაცვლილი მამიდაშვილის პატივსაცემად დავარქვი, რომელიც ძმასავით მიყვარდა... ძალიან მშვიდი და ლამაზთვალება ბიჭი მყავს. ასევე მყავს ულამაზესი ელენიკო, მამას სიცოცხლე. მას ბებიის - ნინოს დედის სახელი დავარქვით.

- მეუღლის მშობიარობას ხომ არ ესწრებოდით?

- არც ერთის დაბადებას არ დავსწრებივარ. ჩემი მეუღლე პროფესიონალი ექიმების ხელში იყო. მალე იმშობიარა და ნახევარ საათში ვნახე ჩემი პატარა.

- ბატონო გიორგი, შარშან წარმატებული წელი გქონდათ. ალბათ კარგი მეკვლე გყავდათ, წელსაც ის დაპატიჟეთ?

- დიდ ყურადღებას არ ვაქცევ მეკვლეობას. საერთოდ არ მახსოვს, შარშან ვინ იყო ჩვენი მეკვლე. კარგი წელი ნამდვილად გვქონდა.

- ახალ წელს რა ტრადიცია გაქვთ ოჯახში?

- შინ ვხვდებით, მერე მივდივართ მეგობრის სახლში. ჩემი მეგობრის, აჩიკოს მეკვლე ჩემი ელენეა. ბოლო 4 წელია, ახლო მეგობრები მასთან ვხვდებით და ამ ტრადიციას არ ვარღვევთ. მისი შვილის ნათლიაც ვარ.

- გასულ წელს გუბერნატორობიდან მინისტრად გადაგიყვანეს. იქნებ თქვენს განვლილ გზაზეც გვიამბოთ.

- პროფესიით იურისტი ვარ. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ შს სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში სტაჟიორად დავიწყე მუშაობდა, მერე გამომძიებელი ვიყავი. 1997-დან 2004 წლამდე სულ საგამოძიებო განხრით ვიმუშავე. მერე 3 წელი ფინანსურ პოლიციაში გამომძიებლად ვიმუშავე. ამის შემდეგ დაიწყო კარიერული ზრდა. საბაჟოს უფროსად გადავედი... 2013 წლის დეკემბერში ქვემო ქართლის გუბერნატორად დამნიშნეს. ეს შოკი იყო ჩემთვის. თავიდან ცოტა დისკომფორტი მქონდა - აბსოლუტურად სხვა სპეციფიკით მიწევდა მუშაობა, მაგრამ მალე მივხვდი, რომ ძალიან საინტერესო საქმე იყო. როცა ადამიანებს პრობლემებს უგვარებ, კარგ საქმეს აკეთებ და ამით გახარებულ და კმაყოფილ ხალხს ხედავ, ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია. ადგილობრივი არჩევნების შემდეგ მოულოდნელობა იყო ჩემთვის, სასჯელაღსრულების მინისტრად მუშაობის შემოთავაზება. არიან ადამიანები, რომლებიც მთელი ცხოვრება კარიერულ წინსვლას ცდილობენ და ვიღაცები ეხმარებიან. მე არასდროს არავინ შემიწუხებია, გარდა იმისა, რომ იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლის დასრულების შემდეგ ვითხოვე, რეკომენდაცია გაეწიათ.


მასალა ვრცლად იხილეთ ბმულზე: http://www.gzapress.ge/





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42