გურიის შავიზღვისპირა კურორტ გრიგოლეთში თბილისელი დამსვენებლები, ლენკა ყიფშიძე და თაკო ბუღაძე, გამოძიებისათვის ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა ამ დღეებში გაქურდეს.
"სამი "აიფონი", ორი "აიპადი", ბავშვების, ერთი აჩის მეორე ნიკუშასი, ჩემი ფოტოაპარატი "ქენონის","დოიჩე გაბანას" საათი, ეს წაიღენ სახლიდან, შემდეგ აიღეს მანქანის გასაღები, გახსნენ მანქანა, ძალიან მაგარი სათვალეების კოლექცია მქონდა, სულ ამომიცალეს, "ფლეშკა" თავისი გადამყვანით, სუნამოები მქონდა მანქანაში, სულ წაიღეს, მეორე დღეს, მანქანას რომ ვათვალიერებდი აღმოვაჩინე, ნაწვალები იყო მანქანაც, სავარუდოდ მანქანის ფარების მოპარვასაც ცდილობდნენ", - ამბობს ერთ ერთი დაზარალებული, თაკო ბუღაძე.
დაზარალებულები ვარაუდობენ, რომ ქურდები წინასწარ შეიპარნენ სახლში და ერთ-ერთი ფანჯარა სპეციალურად შეღებული, საკეტისაგან თავისუფალი დატოვეს.
თუმცა იქვე ერთ-ერთ ვერსიასაც ახმოვანებენ, რომ ქურდებმა სპეციალური "გაზი" გამოიყენეს, რომელიც ადამიანებს რამდენიმე საათით თიშავს.
ლენკა და თაკო ყოველ ახალ დღეს ამჩნევენ, რომ ქურდებმა მისი სახლიდან უფრო მეტი წაიღეს, ვიდრე პირველივე დღეს ეგონათ, რადგან დაკარგული ნივთების "აღმოჩენა" მათი საჭიროებისამებრ ხდება.
მომხდარზე გამოძიება 177-ე, ქურდობის მუხლით აღიძრა.
მასალის გამოყენების პირობები






