“ყოველ წუთს შეიძლება ჭერი ჩამოწვეს და ბავშვები ქვეშ მოიყოლოს”
საზოგადოება - 12:03, 01 Aug, 2015     1627

ახალგაზრდა დედა, ბელა იასეშვილი ორ მცირეწლოვან ბავშვთან და ინვალიდ მეუღლესთან ერთად, სანახევროდ დანგრეულ სახლში ცხოვრობს.2012 წელს სტიქიის დროს შენობა მნიშვნელოვნად დაზიანდა, უკიდურესად გაჭირვებულმა ოჯახმა მისი გაკეთება დღემდე ვერ შეძლო.

“სახურავიდან წყალი ჩამოდის. ყველაფერი ლპება. ყოველ წუთს შეიძლება ჭერი ჩამოწვეს და ბავშვები ქვეშ მოიყოლოს. სისველისგან კედელი და აივანი ინგრევა. ოთახებში ისეთი სინესტეა, ბაყაყები გაჩნდნენ. რწმუნებულთან რამდენჯერმე ვიყავი და მითხრა სახლების შეკეთება ჩვენ არ გვეხებაო. ვის მივმართო, არ ვიცი,” _ ამბობს ბელა იასეშვილი.
მისივე თქმით, როგორც სტიქიით დაზარალებულებს, დახმარება არ მიუღიათ, ოჯახს კი უკიდურესი გაჭირვების გამო სახლის შეკეთება არ შეუძლია.
“სტიქიის დროს ჭერი დაზიანდა. დახმარება რომ ვითხოვე, ყურადღება არავინ მოგვაქცია. ელემენტარულად შიფერი მაინც მოეცათ, რომ დამეფარებინა. მე თვითონ არ მაქვს საშუალება, რომ სახურავი შევაკეთო. ორი არასრულწლოვანი ბავშვი და ინვალიდი მეუღლე მყავს. ავარიაში მოჰყვა, ხერხემალი დაუზიანდა და ადგომა არ შეუძლია. დღე და ღამე იმას ვფიქრობ, ჩემს შვილებს რა ვაჭამო. ჩვენი შემოსავალი დახმარება და მეუღლის პენსიაა. ისიც თავის წამლებში და პამპერსებში არ ჰყოფნის. საჭმელს სამადლოდ მეზობლები მაწვდიან. როდემდე დამეხმარებიან, თავადაც უჭირთ. ყოფილა შემთხვევა, მშიერი დავწოლილვარ, რომ ბავშვებისთვის და მეუღლისთვის მეჭმია. ბინის თაობაზე ჩვენი სოფლის დეპუტატთანაც მივედი, მითხრა, ვერაფრით დაგეხმარებითო. თავი გავანებე, ეტყობა გაჭირვებული ხალხის ბედი არავის აინტერესებს. “- გვიყვება ბელა იასეშვილი.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის დიმიტრი კალატოზიშვილის განმარტებით, ადგილობრივ ბიუჯეტში მსგავსი შემთხვევებისთვის თანხები გათვალისწინებული არ არის.
“თქვენ რომ ნახეთ, ასეთი სახლი მუნიციპალიტეტის მასშტაბით შეიძლება ათეულობით იყოს. თუ 2012 წლის სტიქიის დროს დაზიანდა, რატომ სიაში არ მოხვდა? მე იმ დროს თანამდებობაზე არ ვიყავი და ამიტომ პასუხს ვერ გაგცემთ. თუმცა, რადგან შენობა მნიშვნელოვნად დაზიანებულია და თავისთავად, ყოველი წვიმის დროს საშიშროება იმატებს, თხოვნით მოგვმართოს და ვნახოთ, რის გაკეთებას შევძლებთ.”- აღნიშნა მან.


მასალა ვრცლად იხილეთ ბმულზე: http://speqtri.ge/





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42