"ჩვენი ხელით დავშლით და დავანგრევთ რაც შემოღობილია"- საპროტესტო აქცია ლანჩხუთში
საზოგადოება - 14:40, 31 Jul, 2015     2722

ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გულიანში.

ადგილობრივები სოფლის კუთვნილი მიწის ფართობების ერთ პირზე გადაცემას აპროტესტებენ.

მათი განცხადებით, 69 ჰა, მიწის ნაკვეთი კერძო პირმა ისე შეიძინა, რომ ამის შესახებ სოფლის მოსახლეობამ არაფერი იცოდა, ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ კერძო პირის საკუთრებაში რამდენიმე ოჯახის მიწის ნაკვეთი აღმოჩნდა.

მოსახლეობა პროტესტის უკიდურესი ფორმების მიმართვაზე საუბრობს.

"დავრჩით სასაფლაოს, სტადიოის და საერთოდ ყველაფრის გარეშე. გამგეობასაც მივმართეთ, პროკურატურასაც, თუმცა არავის ამ დრომდე ჩვენთვის პასუხი არ მოუცია. ჩვენი საშველი არ არის. იძულებულები ვართ მივმართოთ პროტესტის უკიდურეს ფორმებს, ის, რაც შემოღობილია დავშლით და ჩვენი ხელით დავანგრევთ"-ამბობს აქციის მონაწილე გიორგი კუპრაძე.

ამ დრომდე აქციის მონაწილეებს ხელისუფლების წარმომადგენლები არ გასაუბრებიან, რომლებიც სოფელში იმყოფებიან და გულიანი-ჩოჩხათი-სუფსის 11 კილომეტრიანი გზის მონაკვეთის მშენებლობის გახსნის საზემო ცერემონიალის დაწყებას ელოდებიან, რაც აქციის გამო ამ დრომდე არ დაწყებულა.

აქციის მონაწილეებს კი არ ეძლევათ ხელისფლების წარმომადგენლებთან გასაუბრების საშუალება.

ჩვენი კორესპოდენტი გაესაუბრა ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარე გოგი ხელაძეს: "საქმე გადაცემულია პროკურაურას, ველოდებით მათ დასკვნას. დარწმუნებული ვარ, რომ ხალხის მოთხოვნა დაკმაყოფილდება. ადგილობრივი ხელისუფლება მათ გვერდით ვართ".


თეა იოსელიანი, გურია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42