"თელასის" წარმომადგენელი მიშა ანთაძე იმედოვნებს, რომ მომავალ ზამთარს ახალი ტარიფებით შეხვდებიან.
ამის შესახებ ანთაძემ სემეკი-ს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„იმედია მარეგულირებელი კომისია დაიანგარიშებს ტარიფებს და ჩვენ მოგვეცემა საშუალება, რომ ახალი ტარიფებით, ახალი პირობებით შევხდეთ მომავალ ზამთარს და ჩვენი ქალაქი უსაფრთხოდ და იმედიანად იყოს უზრუნველყოფილი. აქვე მინდა ვთქვა, რომ "თელასის" მიერ წარმოდგენილ სატარიფო განაცხადში არ არის დაფიქსირებული ტარიფის მატების ოდენობა. ამას ითვალისიწნებს სატარიფო მეთოდოლოგია“, - განაცხადა ანთიძემ.
"თელასის" სატარიფო განაცხადზე გადაწყვეტილების მიღების ბოლო ვადად 2015 წლის 18 დეკემბერი განისაზღვრა. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი თეთრით გაიზრდება ტარიფი. კომისიამ გადაწყვეტილება ხუთ დღეში უნდა მიიღოს.
„თელასი“ სატარიფო განაცხადის წარმოდგენის მთავარ საფუძვლად აშშ დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის მკვეთრ ცვლილებას, შესასყიდი ელექტროენერგიის გაზრდილ ფასსა და ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფის ზრდას ასახელებს.
მასალის გამოყენების პირობები






