ტელეკომპანია „რუსთავი 2“ კონცერტებს ბათუმსა და ფოთში 3 და 4 აგვისტოს ჩაატარებს. ამის შესახებ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.
მისი თქმით, ტელეკომპანიას კონცერტის ჩასატარებლად თანხმობა არ სჭირდება, ის მხოლოდ ვალდებულია მუნიციპალიტეტი გააფრთხილოს.
მისი თქმით, ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა უკანონო გადაწყვეტილება მიიღეს, როდესაც კონცერტის გამართვაზე უარი უთხრეს.
"ორივე გადაწყვეტილება გასული არის კონსტიტუციის ფარგლებიდან და შესაბამისად, ყველა დანარჩენი ქართული კანონმდებლობის რაც ამ სფეროს აწესრიგებს, პირველ რიგში შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, იმ დენად რამდენადაც ჩვენ არ გვჭირდება არავის თანხმობა, ჩვენ უნდა გავაფრთხილოთ ადგილობრივი თვითმართველობა. ერთადერთი საგამონაკლისო რეგულაცია არის ის თუ ვინმე იქ ატარებს კონცერტებს, ზუსტად ვიცით, რომ იქ კონცერტები არ ტარდებოდა და უკანა რიცხვით შეიქმნა დოკუმენტები და ამის მტკიცებულებები გვაქვს. შესაბამისად, ამ ადამიანებს ადრე თუ გვიან პასუხს აგებინებენ სამსახურებრივი სიყალბისთვის. მაგრამ რადგან ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ჩვენ დავემორჩლებით ამ გადაწყვეტილებას და არ შევალთ კონფრონტაციაში. მიუხედავად იმისა, რომ უკანონო გადაწყვეტილებას შეგვიძლია არ დავემორჩილოთ. ამიტომ, რადგან ბათუმში ღონისძიებებია 1,2-სა და 3-შია, ჩვენ კონცერტს ბათუმში 4-ში საღამოს 7 საათიდან იგივე ლოკაციაზე, ანბანის კოშკთან ჩავატარებთ. რადგან ფოთში დაგეგმილი კონცერტები 1 სა და 2 -ში, კონცერტს იგივე ლოკაციაზე, პარკში ჩავატარებთ 3-ში", -განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მასალის გამოყენების პირობები






