დავით ნარმანიამ კოჯრის გზაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
საზოგადოება - 19:18, 30 Jul, 2015     1678

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მერის მოადგილემ გიორგი სოლომონიამ და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა ავთანდილ სუდაძემ კოჯრის გზაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.

დაგეგმილია სამადლოს გზის კილომეტრიანი მონაკვეთის კაპიტალურად შეკეთება. კოჯრის დამაკავშირებელ გზაზე მიმდინარეობს ასფალტის ძველი საფარის დემონტაჟი (მოფრეზვა) და მომზადება ასფალტის ახალი საფარის დასაგებად. სამუშაოები კოჯრის გზაზე რამდენიმე მონაკვეთზე პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს, როგორც ფრაგმენტული, ასევე ორმოული შეკეთებით. ასფალტის საფარის განახლება მიმდინარეობს წყნეთის მიმართულებითაც. კაპიტალურად შეკეთდება, როგორც გზის ცენტრალური მონაკვეთი, ასევე შიდა ქუჩებიც.

„დამატებითი დაფინანსების ფარგლებში, რომელიც მოვიძიეთ, ბაგები-წყნეთის, ასევე კოჯრის მონაკვეთის აღდგენა დავიწყეთ. ეს მონაკვეთები ძლიერ დაზიანებულია და იქიდან გამომდინარე, რომ ზაფხულის განმავლობაში აქ ძალიან ბევრი მანქანა მოძრაობს და ბევრი დამსვენებელია, სამუშაოებს შესაძლო მოკლე ვადაში დავასრულებთ და გზას აღვადგენთ, რათა გადაადგილება თავისუფალი იყოს“,- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის ავთანდილ სუდაძის თქმით, სამადლოს მონაკვეთზე დაახლოებით კილომეტრიანი მონაკვეთი გაკეთდება კაპიტალურად, ასევე კოჯრიდან გამოსასვლელი მონაკვეთი. მთლიანად გარემონტდება პერიმეტრი ფრაგმენტული და ორმოული შეკეთებებით. ასევე დაწყებულია სამუშაოები წყნეთის მიმართულებითაც. ,,წყნეთში გავაკეთებთ ბევრ ქუჩას, მათ შორის, კაპიტალურად შევაკეთებთ წყნეთის ცენტრალურ მონაკვეთს და ბაგებიდან წყნეთამდე მონაკვეთს. საერთო ჯამში, ქალაქის მასშტაბით, მოწესრიგდება ძალიან ბევრი ქუჩა, რომელიც ადამიანების ნორმალურ ცხოვრებას და გადაადგილებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა ავთანდილ სუდაძემ.

საგზაო სამუშაოებს კომპანია „ბლექ სი გრუპი“ აწარმოებს. თბილისი-კოჯრისა და წყნეთის მიმართულებით გზების რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან სულ 3 მლნ ლარი დაიხარჯება.

დედაქალაქის მასშტაბით, საგზაო ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციის ფარგლებში დაიწყო 18 მლნ-იანი პროექტი,რომელიც ქალაქის მასშტაბით 50-მდე ქუჩის რეაბილიტაციას ითვალისწინებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42