ორი დღეა ხმაურია ოზურგეთის უპოვართა სასადილოში, სადაც ბენეფიციარები იმ კომპანიის ხელმძღვანელობას უპირისპირდებიან, რომლებმაც მათი კვების უზრუნველყოფის პროგრამით ტენდერში ერთი თვის წინ გაიმარჯვეს.
ხელმძღვანელობასა და სასადილოს მომსახურე პირებს შორის დაპირისპირება საკვები პროდუქტების ხარისხმა გამოიწვია. ბენეფიციარები ამბობენ, რომ ხელმძღვანელობა მათ არასათანადოდ ექცევა და მათთვის საკვებად უვარგისი ხორცი და დაბალი ხარისხის პროდუქტები შემოაქვს.
საკითხში გასარკვევად, გუშინ ადგილზე მერიის წარმომადგენლები და სურსათის უვნებლობის სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
როგორც დღეს მერის საუბრიდან ირკვევა, გაყინული ხორცი საკვებად ვარგისი არ აღმოჩნდა, ის დღეს შესამოწმებლად ლაბორატორიაში უნდა გადაეგზავნათ, თუმცა ხორცი სასადილოდან გატანილი დახვდა. ძირითადი კითხვები დღეს სწორედ "გამქრალ ხორცს" და სასადილოს მომსახურე პერსონალთან გაუფორმებელ ხელშეკრულებებზე დაისვა მერის მხრიდან, საბოლოოდ კი გადაწყდა, რომ საქმეზე გამოძიების დაწყებაა აუცილებელი.
"ამ ადამიანებთან ხელშეკრულება თუ გაქვს გაფორმებული, სამსახურში ვინც გყავს აყვანილი? და მეორე, ამ ხალხს გაფუჭებულ ხორცს აჭმევთ, ახლავე ხარ დასაჭერი. გადავცემ შესაბამისს სამსახურს იმ ყველაფერს, რაც აქ ხდება და ისწავლით ჭკუას მომავალში"-ამ სიტყვებით ქალაქის მერმა ბეგლარ სიორიძემ უფასო სასადილოში გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენელს, მალხაზ იანქველიძეს მიმართა.
„გაყინული ხორცი შემოიტანეს, რომელსაც მატლები ესეოდა. ეს ადამიანი ჩვენ აბუჩად გვიგდებს და ისე გვიყურებს თითქოს ადამიანები არ ვიყოთ. "გაროხი" მოიტანეს ისეთი სახლში ქათამმაც არ შეჭამა"- ამბობენ ბენეფიციარები.
ქალაქის მერი: "სად გააქრე ხორცი, რომელიც გუშინ შეამოწმეს ჩვენმა თანამშრომლებმა და რომელიც იყო გაფუჭებული"?
მენეჯერი: "თქვენ ხომ გვითხარით გუშინ გაყინული ხორცის ნაცვლად ახალი შემოყანეთო? ამიტომ გავიტანეთ“.
მერი: "არა, ჩვენ ის არ გვითქვამს გაყინული არ უნდა შემოიტანო მეთი, გაყინულ ხორცს მეც ვჭამ, მაგრამ აქ იმაზეა საუბარი, უვარგისი საჭმელი არ უნდა აწამოთ ამ ხალხს"
მენეჯერი: „თქვენ არასწორად მიაწოდეს ინფორმაცია, მე კითხვა მაქვს ასეთი_გუშინ ვინ არ შეჭამა აქ ის საჭმელი?“
-"ყველამ ვმჭამეთ"
-ვინ მოიწამლა?
_მაინცდამაინც უნდა მოვიწამლოთ და მოვკვდეთ, რომ დარწმუნდეს ხალხი რომ უვარგისი ვჭამეთ რამე?
-ბატონო ბეგი, აქ ვიღაცაებს არ მოვწონვარ და ამის გამო ატეხილია ეს ამბავი, მაგალითად აგერ ერთი ქალბატონი, რომ მოვედი იმ დღიდან მლანძღავს
ვ. ც ბენეფიციარი -„კი არ გლანძღავ, ვამბობ იმას, რაც ხდება, თქვენ ჩვენ, ისედაც გამწარებული და გაჭირვებული ხალხი აბუჩად გყავართ აგდებული"
-აბუჩად რატომ? მოსვლის მეორე დღიდან რემონტის გაკეთება რომ დავიწყე და ჩამონგრეული კედლის და ჩავარდნილი იატაკის შეკეთება ამიტომ?
_რემონტზე არავინ არ ლაპარაკობს, უვარგისი საჭმლის მოტანა არ უნდა გვაკადრო.
-რა ვქნა ქალბატონო, ვიცი რომ არ მოგწონვარ, მაგრამ ზოგს სააკაშვილი არ მოსწონს და ზოგს ბიძინა ივანიშვილი, რა გავაკეთო? ბიძინა არ მოგწონთ, ბიძინა ზოგიერთებს და მე ვინ ჯანდაბა ვარ"
"ჩვენ არავინ არ გაგვითავისუფლებია, ავიყვანეთ სამი თანამშრომელი"
კითხვაზე არის თუ არა 140 ბეეფიციართან 3 მომსახურე პირი საკმარისი, პასუხად ვიღებთ, რომ ქობულეთში 280 ბენეფიციარზეც კი საკმარისია 3 ქალი".
შ.პ.ს "მანიბამ" “მზრუნველობამოკლებულთა ერთჯერადი უფასო კვების უზრუნველყოფის“ პროგრამით, ტენდერი გასულ თვეში მოიგო. როგორც კომპანიის ხელმძღვანელი მალხაზ იანქველიძე გვეუბნება, მათ მთლიანად საქართველოს მასშტაბით 10 ქალაქში აქვთ მოგებული ტენდერი. შ.პ.ს თბილისშია რეგისტრიტებული.
თეა იოსელიანი, გურია
მასალის გამოყენების პირობები






