კომპანია „კინოპროექტი“, ინდურ მხარესთან თანამშრომლობით, მიმდინარე წლის ივნისში, ინდური სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმისთვის, საქართველოში, ეპიზოდების გადაღებებს აწარმოებდა. ერთ-ერთი წარმატებული ინდოელი რეჟისორის ვიჯაი კირანიას რომანტიკული ჟანრის კინოპროდუქტის - “რამლეილას” შესაქმნელად, ინდურმა გადამღებმა ჯგუფმა საქართველოში არაერთი, მრავალფეროვნებით გამორჩეული ადგილი შეარჩია. ფილმის წარმოების თითქმის 20 პროცენტი საქართველოში, კერძოდ კი - თბილისში, ბათუმსა და სტეფანწმინდაში განხორციელდა.
გადაღებებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ლოკაცია კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ საკუთრებაში არსებული ჟინვალის ჰიდროკომპლექსიც იყო, სადაც ულამაზესი ეპიზოდის გადაღება მოხდა. კომპანიამ გადამღებ ჯგუფს მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია, რისთვისაც შემოქმედებითი გუნდი „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ მადლობას უხდის და მასთან სამომავლო თანამშომლობის სურვილსაც გამოთქვამს.
კინოფილმის პრემიერა ინდოეთის კინოთეატრებში სექტემბრის ბოლოს შედგება.
მასალის გამოყენების პირობები