13 ივნისს თბილისში დატრიალებული სტიქიისას დაკარგულებს ოჯახის წევრები დღემდე ეძებენ. ერთ-ერთი მათგანი სერგი კაპანაძეა, რომელიც იმ საღამოს, დებ ზარანდიებთან, ერთად სახლში ბრუნდებოდა. გარდაცვლილი დები სტიქიიდან რამდენიმე დღეში იპოვეს მაგრამ, სერგის ძებნა დღემდე გრძელდება.
ნინო თევდორაძე სერგი კაპანაძის ბებია:
- სერგი ობლად გავზარდე, წლინახევრის იყო დედა რომ გარდაეცვალა, დედამისი - ანა ანგელოზივით ლამაზი იყო, სერგის დედის ნაკვთები გამოჰყვა... ანა 24 წლის იყო რომ გარდაიცვალა, შვილზე ნერვიულობას გადაყვა ანას დედაც, ანუ სერგის ბებია, ის ჩემი და იყო და ბავშვი მე ჩამაბარა გასაზრდელად. მეც შვილივით გავზარდე, ჩემს ბიჭს 17 წელი თვალებში შევციცინებდი, და რას ვიფიქრებდი, რომ ეს პატარა მდინარე წამართმევდა. ყველაფერს ვაკეთებდი რომ კაცი გამოსულიყო, გზაში რომ მომყვებოდა ყველა ეფერებოდა ანას შვილიაო და ისე უხაროდა დედაზე კარგს რომ ეუბნებოდნენ. სკოლაშიც კი ხელჩაკიდებული მიმყავდა და მომყავდა, ხელს არ ვუშვებდი, ერთი შვილი მყავს და ყველამ იცის რომ სერგი მაინც პირველი იყო. გთხოვთ, მიშველეთ, დამეხმარეთ, მაპოვნინეთ ჩემი დახატული ბიჭი! აღარ ვიცი როგორ ვიტირო ჩემი ბიჭი, ეკლესიაში ლოცვებში ვიხსენიებ, როგორც გზააბნეულს და ვეღარ ვხვდები როგორ ვიტირო, მკვდარია, თუ - ცოცხალია..
ჩვენ არ ვკარგავთ იმედს და ვფიქრობთ, რომ იქნებ სტრესზე ან დაშავების გამო ამნეზია დაემართა... მე და სერგის ძმა იმასაც კი ვფიქრობთ, რომ გავყვეთ მტკვრის ნაპირს და აზერბაიჯანის საზღვრამდე მივიდეთ. იქნებ, მოვძებნოთ, ან იქნებ, ვინმემ რამე ახალი ხელჩასაჭიდი ინფორმაცია გაგვაგებინოს. ბავშვს შორს არსად ვუშვებდი. სერგის დიდი გეგმები ჰქონდა. მოსკოვში უნდოდა წასვლა, მაგრამ მე მეშინოდა იქ სკინჰედებთან არ შექმნოდა რაიმე პრობლემა. თბილისში იმიტომ ჩამოვიდა, რომ მეგობარს აცილებდა გერმანიაში.
მასალა ვრცლად იხილეთ ბმულზე: "კვირის პალიტრა"
მასალის გამოყენების პირობები






