ე.წ. კანონიერ ქურდს ბადრი კოღუაშვილს ლგბტ პირის ცემისთვის ასამართლებენ
კრიმინალი - 19:59, 29 Jul, 2015     13254
ქურდული სამყაროს ლიდერები, რომელთაც საკმაოდ დიდი კაპიტალი აქვთ, ცდილობენ ციხის გისოსებიდან დროზე ადრე გაათავისუფლონ ე.წ. კანონიერი ქურდი ბადრი კოღუაშვილი (ბადრი ქუთაისკი).

როგორც რუსული მედია წერს, ცნობილი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები შაქრო კალაშოვი, როვშან ჯანიევი და მერაბ ჯანგველაძე არაფერს დაზოგავენ, როგორი დიდი თანხაც არ უნდა იყოს, რათა ბადრი, რომელმაც თავისი 7-წლიანი პატიმრობის ვადის ნახევარზე მეტი განვლო, ავადმყოფობის გამო უახლოეს მომავალში ციხიდან გამოვიდეს.

ე.წ. კანონიერი ავტორიტეტების ბიუჯეტი ასეთი აქტუალური არ იქნებოდა, კოღუაშვილის გათავისუფლებას წინ სახელმწიფო მანქანა რომ არ აღდგომოდა. სანამ კრიმინალები სისტემაში ხვრელს ეძებდნენ, სახელმწიფო მანქანამ საკმაოდ ,,დახვეწილი“ მეთოდი გამოიყენა. ციხის ადმინისტრაციამ პროვოცირება გაუკეთა ბადრის მიერ თანამოსაკნის ცემას.

გავრცელებული ინფორმაციით, მას შემდეგ რაც ბადრი კოღუაშვილი აღმოჩნდა კრასნოიარსკის ციხის საავადმყოფოში, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო მისი განთავისუფლებისთვის, მის პალატაში ჩაასახლეს პატიმარი ,,ჩაშვებულთა“ კატეგორიიდან. როგორც კი ბადრიმ შეიტყო მისი ,,მეზობლის“ შესახებ, ე.წ. კანონიერმა ქურდმა მას მოსთხოვა სხვა ადგილას მოეძებნა საწოლი, რაზედაც ცინიკურად იგივე პასუხი მიიღო - თავად დაეტოვებინა საწოლი და გადასულიყო. შედეგად, კამერებმა დააფიქსირეს ბადრის მიერ არატრადიციული ორიენტაციის მქონე პირის ცემა, რაც ,,ჩაშვებულის“ ჩვენებასთან ერთად ახალი სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი გახდა. საქმეს კრასნოიარსკის სასამართლო იხილავს.

ამასთან ერთად ბადრი კოღუაშვილმა, მიუხედავად თავისი ტოლერანტულობისა, აიმხედრა ლგბტ მოძრაობის ყველა წარმომადგენელი, რითაც მისი ძველისძველი მტრები მშვენიერ სიტუაციაში აღმოჩნდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42