,,ვწუხვარ, რომ უნივერსიტეტები და ფონდი ჩათრეულები არიან სასამართლო განხილვებში და მათ აშკარად იყენებენ სიტუაციაზე გავლენის მოსახდენად. მე ძალიან მინდოდა, რომ ეს თავიდან ამეცილებინა, როდესაც მე ვუთხარი დეიდა ნუნუს, რომ მე წავალ სასამართლოში მას შემდეგ, რაც ნატალიამ თავიდან მოიშორა მამას დნმ-ი, რამაც ძალიან გამაკვირვა და შოკში ჩამაგდო, ნუნუმ მითხრა, რომ სასამართლო განხილვა არაფრის მომტანია, წყნარად უნდა ვიყო, არ მივცე ინტერვიუები, რომ კახა მამაჩემია და არაფერი პრობლემა არ უნდა შევუქმნა ნატალიას, რადგან ის სანცვლოდ მომცემს 5 ოთახიან ბინას... ამან მე შემაძრწუნა, რადგან ჩემთვის მნიშვნელოვანია არა ფული, არამედ ის, რომ მაღიარონ, როგორც მისი შვილი, რითაც მე ვამაყობ და არა ქუჩიდან მოსულ ადამიანად, რომელიც იბრალებს, რომ მისი შვილია. ეს სასამართლო შეიძლებოდა წყყნარად, ხმაურის გარეშე დასრულებულიყო – ნატალიას შეეძლო მოსულიყო სასამართლოზე და ეთქვა რომ მე კახას შვილი ვარ, რადგან მან ეს იცოდა მამასთან ქორწინების დღიდან, მე მის ბიჭსაც კი ვეკონტაქტებოდი. ის კი ყველაფერს კატეგორიულად უარყოფს და ამბობს, რომ კახა მეხმარებოდა მე როგორც ერთ ჩვეულებრივ სტუდენტს და მას ჩემთან არანაირი განსაკუთრევული კავშირები არ ჰქონია. თუ ისინი თვლიან, რომ მე არ ვარ მისი ქალიშვილი, ყველაფერი მარტივად გადაწყდება – ჩაატარონ ექსპერიმენტი და მორჩა. მაგრამ ნატალიამ გაანადგურა კახას დნმ-ის ნიმუში, რითაც ეცადა, წაერთმია ჩემთვის უფლება, ოფიციალურად ვყოფილიყავი აღიარებული როგორც მისი შვილი. ახლა იგი ცდილობს გაანადგუროს მეორე და უკანასკნელი ნიმუშები და ამასთან ცინიკურად მირჩევს, რომ მოხდეს მამაჩემის ცხედრის ეგსგუმაცია, რათა დადგინდეს, რომ ის ჩემი მამაა. ყველაზე საშინელ კოშმარშიც კი არ დამესიზმრება ესეთი რამ. ყველაზე რთული ისაა, რომ მამიდაჩემი ნუნუ ნატაშას მხარესაა, მან უარი განმიცხადა დნმ-ის ნიმუშის გადმოცემაზე ექსპერტიზის ჩასატარებლად და ახლა გამოდის, როგორც მოწმე ჩემს წინააღმდეგ. მე მისი მხრიდან ასეთ რეაქციას არ ველოდი – ის ხომ კახას ღვიძლი დაა, ჩემი სისხლისმიერი ნათესავი. მამამ რაც მასწავლა პირველ რიგში ის მასწავლა, რომ რაცარ უნდა მოხდეს, როგორც არ უნდა გამიჭირდეს ცხოვრებაში, არასდროს დავნებდე. განსაკუთრებით უსამართლობას. ამიტომ მე ბოლომდე ვიბრძოლებ, ვიბრძოლებ სამართლიანად, რათა მან ჩემით იამაყოს, ზემოდან ყურებისას“ - წერს ნატალია გონჩაროვა.
მასალის გამოყენების პირობები






