წელს პირველად საქართველოს უნივერსიტეტის ისტორიაში კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა საპატიო სტუმარმა. საპატიო მომხსენებლის რანგში წარსდგა ცნობილი ჟურნალისტი გიორგი გაბუნია. უნივერსიტეტმა საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა ბატონ გელა ჩარკვიანს. ცერემონია მუსიკალურად გააფორმა და კურსდამთავრებულებს საჩუქარი გაუკეთა საერთაშორისო კონკურსების ლაურეანტმა, პიანისტმა ვალერიან შიუკაშვილმა. აღსანიშნავია, რომ 2015 წელს საქართველოს უნივერსიტეტს ყავს 200 - ზე მეტი კურსდამთავრებული.
გამოსაშვები ღონისძიება ულამასეზი ფოიერვერკითა და ქუდების აყრით დასრულდა.
გთავაზობთ ინტერვიუს საქართველოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთან მარიამ ლაბუჩიძესთან.
_როგორ მოგეწონათ გამოსაშვები ღონისძიება?
_სანამ გამოსაშვებ საღამოზე ვისაუბრებ, მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს უნივერსიტეტს იმ ოთხი დაუვიწყარი წლისთვის, რომელიც მე აქ გავატარე. ვთვლი, რომ დავამთავრე საუკეთესო უნივერსიტეტი. დამამთავრებელი ღონისძიება, იყო ერთ-ერთი გამორჩეული და საუკეთესო დღე ჩემ ცხოვრებაში. დღე, რომელიც მუდამ მემახსოვრება. ეს არ იყო, მხოლოდ ოფიციალური ნაწილი და მოვალეობის მიზნით ჩატარებული ღონისძიება. ეს იყო საჩუქარი თითოეული კურსდამთავრებულსთვის. ნამდვილად მქონდა მოლოდინი, რომ კარგი ღონისძიება იქნებოდა, მაგრამ ესეთს არ მოველოდი.
ღონისძიება დატვირთული იყო ბევრი სიურპრიზით. ჩემთვის ყველაზე ამაღელვებელი მომენტი იყო ვალერიან შიუკაშვილის მუსიკალური ნომერი და ასევე, გელა ჩარიკვიანის ექსპრომტად შესრულებული ირაკლის ჩარკვიანის კომპოზიცია. ასევე, მინდა ავღნიშნო, რომ საქართველოს უნივერსიტეტსა და ლექტორებს საჩუქარი გავუკეთეთ ჩვენც კურსდამთავრებულებმა და სიმღერა მივუძღვენით. ამ ფორმით გადავუხადეთ მადლობა ჩვენს უნივერსიტეტს. ვამაყობ, რომ ვარ საქართველოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებული.
მასალის გამოყენების პირობები






