მოქალაქე ირაკლი მახარაშვილს 2010 წელს ჩამორთმეული მიწის ნაკვეთი დაუბრუნდება
საზოგადოება - 16:21, 29 Jul, 2015     1470
მოქალაქე ირაკლი მახარაშვილს 2010 წელს ჩამორთმეული მიწის ნაკვეთი დაუბრუნდება. აღნიშნული საკითხი დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე განიხილეს. როგორც დღევანდელ მთავრობის სხდომაზე თბილისის ვიცე-მერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, საკითხზე თბილისის მერიას ეკონომიკის სამინისტროდან და გენერალური პროკურატურიდან მიმართეს.

„ჩვენ გვაქვს მომართვა ეკონომიკის სამინისტროდან და გენერალური პროკურატურიდან მოქალაქე ივანე მახარაშვილისთვის 2010 წელს იძულებით დათმობილი 1020 კვ.მეტრის სახელმწიფოზე დაბრუნების თაობაზე, რათა შემდგომ სახელმწიფომ ბატონ ივანე მახარაშვილს აღნიშნული ქონება დაუბრუნოს. აქვე მინდა მოგახსენოთ, როდესაც ბატონ ივანე მახარაშვილს დაათმობინეს ეს ქონება, მისი შვილი დაჭერილი იყო ციხეში. შესაბამისად, იმ დროინდელი პროკურორის პირველი მოადგილის განკარგულებით მოხდა აღნიშნული დათმობა. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. თბილისის მერია აქტიურად არის ამ პროცესში ჩართული და რა თქმა უნდა, მომართვა, რომელიც იქნება განხორციელებული გენერალური პროკურატურიდან და ეკონიმიკის სამინისტროდან მყისიერად იქნება ჩვენი მხრიდან აღსრულებული", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

როგორც მერიაში განაცხადეს, ირაკლი მახარაშვილი საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2010 წელს დააკავა და პროკურატურის წარმომადგენლებმა მას საპროცესო შეთანხმების გაფორმებისას არაოფიციალურად მოსთხოვეს მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს სასარგებლოდ დათმობა.

მახარაშვილმა თავისუფლების სანაცვლოდ სოფელ დიღომში მდებარე 1020 კვ.მ მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს სასარგებლოდ დათმო.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უკვე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.

ვინაიდან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილი დოკუმენტებით დასტურდება ირაკლი მახარაშვილის მიერ აღნიშნული მიწის ნაკვეთის შეძენისა და საკუთრებაში კანონიერი ფლობის ფაქტი, ასევე საპროცესო შეთანხმების გაფორმებამდე ერთი დღით ადრე ირაკლი მახარაშვილის მიერ მიწის უსასყიდლოდ მიტოვების ფაქტი, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიწის ნაკვეთი უკან უბრუნდება მის კანონიერ მფლობელს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42