ხანძარი შირაქის ველზე - გარემოს დაცვის მინისტრი მიმართვას ავრცელებს
საზოგადოება - 14:49, 29 Jul, 2015     2342

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, შირაქის ველზე, ქარსაცავი ზოლის გადაწვასთან დაკავშირებით, საგანგებო ბრიფინგი გამართა.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, შირაქის ველზე გაჩენილი ხანძრების გამო, განადგურდა არსებული ქარსაფარი ზოლების დიდი ნაწილი. დაიწვა როგორც ძველი ქარსაფარები, ასევე ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში გაშენებული ნარგავები.

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამა “ბიომრავალფეროვნების მდგრადი მართვა სამხრეთ კავკასიაში” გერმანიის მთავრობისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობასთან თანამშრომლობით, ახორციელებს ქარსაფარი ზოლების აღდგენის საცდელ-სამოდელო პროექტს. აღნიშნული საქმიანობის ფარგლებში 2013 წლიდან დღემდე აღდგენილი იქნა 66 კილომეტრამდე ქარსაფარი ზოლი. პროექტის თანამშრომლების პირველადი ვიზუალური შეფასებით, აღდგენილი ქარსაფარების 90 % -მდე განადგურდა.

აღსანიშნავია, რომ განადგურებული ქარსაფარების ფართობი ბევრად აღემატება GIZ-ის პროექტის ფარგლებში აღდგენილ ფართობს: დამწვარია მრავალწლოვანი ხეები, ბუჩქები, გაადგურდა საბინადრო გარემო ცხოველებისათვის. ექსპერტთა წინასწარი შეფასებით, ეს ყველაფერი აუცილებლად ნეგატიურ ასახვას ჰპოვებს მომავალი წლეების მოსავალზე.

უნდა აღინიშნოს, რომ GIZ-ის პროექტის, სამინისტროსა და მუნიციპალიტეტის გამგეობის მხრიდან პერმანენტულად ხორციელდებოდა პრევენციული ღონისძიებები, მათ შორის მდგრადი სოფლის მეურნეობის და ადგილობრივ ფერმერთა და მწყემსების ცნობიერების ამაღლების კუთხით.

აქვე უნდა აღინიშნოს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს, შსს-ს დედოფლისწყაროში არსებული სამაშველო სამსახურის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს დედოფლისწყაროს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენრტრისა და შპს “მექანიზატორის” ერთობლივი კოორდინირებული მუშაობა ხანძრის შეჩერების და ლიკვიდაციის საკითხში.

სტატისტიკური მონაცემებით და ანგარიშებით ირკვევა, რომ ხანძრები დიდ საფრთხეს წარმოადგენს საქართველოს ტყეებისათვის. ბოლო 10 წლის განმავლობაში ხანძრით თითქმის 4000 ჰა ტყის ფართობი დაზიანდა და გამოვლინდა ხანძართან დაკავშირებული მასშტაბური კატასტროფის მაღალი რისკი.

ტყეში ხანძრის წარმოშობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ადამიანის დაუდევრობაა, შესაბამისად, ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების განხორციელებასთან ერთად, უმნიშვნელოვანესია მოსახლეობის ინფორმირება ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების, ტყეში სახანძრო უსაფრთხოებისა და ხანძრის ჩაქრობის საკითხებზე. ასევე, ტყის ხანძარსაშიშ უბნებში და გზებზე ცეცხლთან ფრთხილი მოპყრობის და სახანძრო უსაფრთხოების დაცვის წესების დარღვევისათვის პასუხისმგებლობის თაობაზე.

ტყის ხანძრებმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას, როგორც ტყის მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას, ასევე გამოიწვიოს ხანძრების შემდგომი მეორადი ბუნებრივი კატასტროფები, განსაკუთრებით მთიან რეგიონებში.

ზაფხულის პერიოდში, მაღალი ტემპერატურული პირობების, ლაშქრობისა და საპიკნიკე სეზონის გააქტიურებასთან დაკავშირებით იმატებს ტყეში ხანძრის წარმოშობის რისკები.

ხანძრის წარმოშობის მხრივ, განსაკუთრებული რისკის მატარებელია წიწვოვანი კორომები. 2012 წელს ტყის ხანძრის 11 შემთხვევა დაფიქსირდა, რის გამოც 199 ჰა ტყის მასივი განადგურდა, 2013 წელს 35 ხანძრის შემთხვევამ -- 88 ჰა ფართობი მოიცვა. 2014 წელს ტყის ხანძრის 69 შემთხვევა დაფიქსირდა, რის გამოც 705,14 ჰა ტყის მასივი დაზიანდა. 1 ჰა დამწვარი ტყის აღდგენასა და მოვლას, ათწლეულები და დაახლოებით 30 000 ლარზე მეტი სჭირდება.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და ეროვნული სატყეო სააგენტო მოგიწოდებთ გაითვალისწინოთ ტყის ხანძრებისაგან დაცვის საერთო მოთხოვნები. კერძოდ,

ნუ გადააგდებთ ანთებული სიგარეტის ნამწვს,

ნუ დატოვებთ ტყეში ადვილად აალებად ნივთიერებებს,

ნუ დატოვებთ კოცონს უყურადღებოდ.

გაფრთხილებთ, რომ ტყეში სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევა გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას კანონის შესაბამისად.

ასევე, ყურადღება უნდა გამახვილდეს სხვადასხვა დღესასწაულის დროს პიროტექნიკის გამოყენებისას, მაქსიმალურად უნდა იქნეს უსაფრთხოების ზომები დაცული ან საერთოდ არ უნდა იქნეს გამოყენებული ტყის მასივის მიმდებარე ტერიტორიაზე.

არც მეტყევე, არც მეხანძრე, არც ტექნიკა (მათ შორის ვერტმფრენიც), არც პრევენციული ღონისძიება არ არის გარანტია, რომ თითოეული ჩვენგანის თუნდაც გაუცნობიერებელი მოქმედების შედეგად არ გაჩნდება ხანძარი გავფრთხილდეთ და გავუფრთხილდეთ არა მარტო ბუნებას, იმ ხალხსაც, ვინც ჯერ ებრძვის ამ სტიქიას და შემდეგ ცდილობს მისგან მიყენებული ზიანის აღმოფხვრას.

სამინისტრო მოუწოდებს მოსახლეობას, მაქსიმალურად დაიცვან ხანძარსაწინააღმდეგო წესები, რადგან ყოველგვარი პრევენციული ღონისძიებები უშედეგოა, თუ თითოეული ჩვენგანი გაუფრთხილებლად მოექცევა გარემოს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42