ამასთან დაკაშვირებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ეკატერინე სისაურმა საინფორმაციო ბრიფინგი გამართა.
ეკატერინე სისაურის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2015 წლის 29 ივლისს გამოაცხადა ელექტრონული აუქციონი ქ. თბილისში, მინდელის ქუჩა N 11-ში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული10688 კვ.მ. არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზების მიზნით. აღნიშნული ქონების საწყისი საპრივატიზებო ღირებულება შეადგენს 2.150.000 აშშ დოლარს.
როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, აღნიშნული ქონება განთავსებულია თბილისის ერთ–ერთ ცენტრალურ უბანში. აღსანიშნავია, რომ მიწის ნაკვეთიდან დაახლოებით 800 მეტრში დაწყებულია ახალი მეტროსადგურის „უნივერსიტეტის“ მშენებლობა, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის აღნიშნულ ტერიტორიას. ობიექტის სიახლოვეს განლაგებულია საგანმანათლებლო დაწესებულებები და თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსები, კერძო და სახელმწიფო დაწესებულებები, სავაჭრო და კვების ობიექტები. საპრივატიზებო ობიექტს მნიშვნელოვან ხიბლს მატებს 60 მეტრში მდებარე სარეკრეაციო ზონა. ამასთან, საპრივატიზებო ობიექტი მდებარეობს საზოგადოებრივ-საქმიან ზონაში და გააჩნია განაშენიანების საკმაოდ მაღალი კოეფიციენტები(K1-0,7; K2-3,5; K3-0,1;), რაც იძლევა მრავალსართულიანი მშენებლობის საშუალებას.
ეკატერინე სისაურის განცხადებით, დედაქალაქის ცენტრალურ უბანში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი განსაკუთრებით ხელსაყრელია დეველოპერული მიზნებისთვის, ასევე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად.
საპრივატიზებო ობიექტის საინვესტიციო პოტენციალიდან გამომდინარე,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ახდენს დაინტერესებულ პირთა ინფორმირებას და მოუწოდებს მათ მაქსიმალური აქტიურობისკენ.
ელექტრონული აუქციონიდასრულდება 30 კალენდარულ დღეში.
სახელმწიფო ქონების შემძენი შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე, ასევე- კერძო სამართლის იურიდიული პირი ან ამ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია.
ქონების შეძენით დაინტერესების შემთხვევაში მიმართეთ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ცხელ ხაზზე: (+995) 32 298 11 11. ასევე ეწვიეთ ვებ-გვერდს www.nasp.gov.ge.
მასალის გამოყენების პირობები






