საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურა - სპეციალისტების რეკომენდაცია დასაქმებულებს
საზოგადოება - 12:24, 29 Jul, 2015     47464

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ჰაერის ტემპერატურის მატების გამო რეკომენდაციებს იძლევა.

სპეციალისტები განსაკუთრებით მაღალი რისკ-ჯგუფების წარმომადგენლებს აფრთხილებენ. ასეთები არიან ბავშვები, მოხუცები და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები.

დაავადებათ კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას დიდი ოდენობით სითხის მიღებას ურჩევს. სპეციალისტები რეკომენდაციებს სამუშაო პირობებთან დაკავშირებითაც გასცემენ.

ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე რეკომენდაციებს აძლევს მათ, ვისაც მუშაობა სიცხეში უწევთ. თუმცა მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის გამო სამუშაოების შეჩერების აუცილებლობას ვერ ხედავს.

„გაიჟღერა პროფკავშირების მოსაზრებამ, რომ მაღალი ტემპერატურის დროს ადამიანებმა რა პირობებში არ უნდა იმუშაონ. ამასთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომნენდაციებით არ არსებობს ნორმა, რომელიც გარე ტემპერატურის დროს კრძალავდეს ან აჩერებდეს სამსახურს. საქართველოშიც არსებობს მთავრობის დადგენილება, რომლის მიხედვით დამსაქმებლებს აქვს ვალდებულება, რომ დასაქმებულს შეუქმნას კომფორტული პირობები“, - ამბობს გამყრელიძე.

პროფკავშირების წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ +36 გრადუსი ტემპერატურის შემთხვევაში, მუშაობა უნდა შეჩერდეს.

„უნდა შეჩერდეს სამუშაოები აუცილებლად. ის, რომ საკანონმდებლო ბაზაში ხარვეზია, არ გვაძლევს იმის უფლება, რომ მზის გულზე მომუშავე ადამიანები მივატოვოთ რეგულაციების გარეშე და ვამუშაოთ სიცხეში. ეს არის პირველ რიგში მთავრობის პასუხისმგებლობა და რა თქმა უნდა დამსაქმებლის,“ - აცხადებს თამაზ დოლაბერიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42