დიდუბის რაიონში 9 მისამართზე ახალი საფეხმავლო ბილიკების მოწყობის სამუშაოები დასრულდა. დაზიანებული ასფალტისა და ბეტონის დემონტაჟი შემდეგ მისამართებზე განხორციელდა: დიღმის მასივის მე-2 კვარტლის მე-13 და 16-17 კორპუსების მიმდებარედ, მე-3 კვარტლის 39-ე კორპუსის მიმდებარედ, 1-ლი კვარტლის მე-10 კორპუსის, მე-5 კვარტლის 24-25-ე კორპუსების, მე-6 კვარტლის მე-13 კორპუსის, ასევე აკ. წერეთლის გამზ N87ა-ს, სამტრედიის ქ N4-სა და ლუბლიანას ქ N21-ის მიმდებარედ. აღნიშნულ მისამართებზე მოეწყო ბეტონის ბორდიურები და 178 კუკუბური მეტრი ბეტონის საფარი.
საფეხმავლო ბილიკების აღდგენის სამუშაოები ასევე დასრულდა დიღმის მასივის მე-6 კვარტლის მე-13 და მე-14 კორპუსების ტერიტორიაზე.
საფეხმავლო ბილიკების მოწყობისა და აღდგენის სამუშაოები განახორციელეს კომპანიებმა „მელსანი“ და „მშენ გრუპ-11“. პროექტის საერთო ღირებულება 39 069.49 ლარია.
მასალის გამოყენების პირობები






