„m2 უძრავი ქონება“-ს ახალი საკრედიტო პროდუქტი ბინის შესაძენად, 1 წლამდე საშეღავათო პერიოდით
ბიზნესი & ეკონომიკა - 16:32, 28 Jul, 2015     2279

დეველოპერულმა კომპანიამ „m2 უძრავი ქონება“, ახალი საცხოვრებელი კომპლექსი „m2 იპოდრომთან 2“-ი წარადგინა და წინასწარი გაყიდვების დაწყების შესახებ განაცხადა.

ახალი ენერგოეფექტური საცხოვრებელი კომპლექსი „m2 იპოდრომთან 2“ საბურთალოზე, კარტოზიას ქუჩა 10 ნომერში აშენდება, ყველასთვის ცნობილი და წარმატებული საცხოვრებელი კომპლექსის „m2 იპოდრომთან“ გვერდით.

ახალი საცხოვრებელი კომპლექსი 14,079 კვ.მ-ზე გაშენდება და სრულად გარემონტებულ 819 ბინას მოიცავს, . გასაყიდი ბინების ფართობი 36 კვ.მ-დან 170 კვ.მ-მდე მერყეობს, შესაბამისად, სასურველი ბინის შერჩევას ნებისმიერი გემოვნებისა დასაჭიროების მქონე ადამიანი შეძლებს.

ბინების მოსაპირკეთებლად გამოყენებული იქნება ცნობილი ევროპული ბრენდების მიერ წარმოებული სარემონტო მასალები და სადარბაზოები აღჭურვილი იქნება თანამედროვე მაღალი ხარისხის ლიფტებით. კომპლექსში გათვალისწინებულია 3-დონიანი ავტოსადგომი, გათვლილი ყველა ბინისთვის. „m2 იპოდრომთან 2“-ის ტერიტორიაზე განთავსდება თანამედროვე დიზაინის 2-სართულიანი საბავშვო ბაღი, რომელიც ორივე საცხოვრებელი კომპლექსის ბინადარ პატარებს მოემსახურება. კომპლექსის ეზოში განთავსებული იქნება რამდენიმე სარეკრეაციო და დასასვენებელი ზონა ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით, გათვლილი როგორც აქტიური, ასევე მშვიდი დასვენებისათვის. კომპლექსის ტერიტორიაზე იქნება კომერციული სივრცეც, სადაც გაიხსნება მომავალი მაცხოვრებლებისთვის საჭირო სავაჭრო და მომსახურების ობიექტები.

აღსანიშნავია, ბინების ფასი. მაგალითად, 2-საძინებლიანი ბინის შეძენა დასრულებული რემონტით, ჩაშენებული სამზარეულოს ავეჯითა და ტექნიკით 39,996 აშშ დოლარიდან არის შესაძლებელი. კომპლექსში „m2 იპოდრომთან 2“ - ბინის შეძენის მსურველებს, შესაძლებლობა აქვთ წინასწარ დაჯავშნონ მათთვის სასურველი ბინა განსაკუთრებით დაბალ ფასად, მხოლოდ სექტემბრის ბოლომდე, სანამ გაყიდვები ოფიციალურად დაიწყება. ბინების დაჯავშნის პროცესი დაწყებულია.

აღსანიშნავია, რომ დეველოპერული კომპანია „m2 უძრავი ქონება“ განსაკუთრებულ საკრედიტო პროდუქტს სთავაზობს 4 მშენებარე საცხოვრებელ კომპლექსში ბინის შეძენის მსურველებს: m2 ნუცუბიძეზე, m2 ყაზბეგზე, m2 თამარაშვილზე, ოპტიმა ისანი. შეთავაზება გულისხმობს საშეღავათო პერიოდს 1 წლამდე. ხსენებული შეთავაზება განსაკუთრებით ხელსაყრელი იქნება მათთვის, ვისაც სურს ბინის შეძენა, მაგრამ თავს იკავებდა იპოთეკური სესხის აღებისგან, რადგან: იხდიდა ბინის ქირას, ან სურს არსებული ბინის გაყიდვა, ან ვერ აგროვებს პირველად შენატანს, ან არ ყოფნის უზრუნველყოფა, ან უბრალოდ სურს შეიძინოს ახალი ბინადა გააქირაოს იგი. იპოთეკური სესხით შეძენილი ბინის საფასურის გადახდა, შესაძლებელია ბინის ჩაბარების შემდეგ. ასეთი ინოვაციური დაკრედიტების პირობის შეთავაზებით კომპანია ცდილობს მოსახლეობისათვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახადოს ახალაშენებული ბინის შეძენა.

--------

m² -ის შესახებ:

დეველოპერული კომპანიის m² მისიაა, საქართველოში მცხოვრები ადამიანებისთვის შექმნას უკეთესი ხარისხის, კომფორტული და თანამედროვე საცხოვრებელი პირობები. m² საქართველოში ამკვიდრებს ხარისხიანი და კომფორტული ცხოვრების სტანდარტს და ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის მას. m² ეძებს ისეთ ნოვატორულ მიდგომებს, რომლებიც ახალ სიმაღლეზე აიყვანს საცხოვრებელი ფართის როგორც ოპტიმალური დაგეგმვის, ისე მშენებლობის პროცესს.დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.m2.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42