ხმაური იყო ცოტა ხნის წინ გორის რაიონში. სოფელ ხელთუბანში მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა და გზა გადაკეტა. ადგილობრივები დაახლოებით 1 საათის განმავლობაში მეზობელი სოფლებიდან გორში მიმავალ ავტომანქანებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ. ამ ფორმით ხელთუბნელები ხელისუფელბის ყურადღების მიქცევას შეეცადნენ.
როგორც ისინი "ნიუპოსტთან" აცხადებენ სოფელს სარწყავი წყალი არ აქვს, რის გამოც მათ მოსავალი უხმებათ. ხელისუფლება კი დაპირებების მიუხედავად აღნიშნული პრობლემის მოგვარებას არ ჩქარობს. აქციის მონაწილეებმა გზის გახსნა სამართალდამცველების გამოჩენის შემდეგ გადაწყვიტეს. "ნიუპოსტი" ხელთუბანში სარწყავი წყლის პრობლემასთან დაკავშირებით გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარომადგენელს კობა ქარელს ესაუბრა რომელიც ამბობს, რომ პრობლემის შესახებ საქმის კურსში არიან შესაბამისი სამსახურები და ხელთუბანში სარწყავ წყალს მოსახლეობა 2 დღეში მიიღებს.
მასალის გამოყენების პირობები






