„სამართალდამცავთა დაცვის ლიგა“ ე.წ. კორტების საქმეზე ,,კვირის პალიტრაში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუს ეხმაურება
საზოგადოება - 19:18, 27 Jul, 2015     1139
„სამართალდამცავთა დაცვის ლიგა“ დღეს გაზეთ „კვირის პალიტრაში“ გამოქვეყნებულ ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმის პროკურორის ამირან გულუაშვილის ინტერვიუს ეხმაურება. ორგანიზაციის წევრები სტატიაში მოყვანილ გარკევულ უზუსტობებზე საუბრობენ და დეტალებს განმარტავენ.

,,ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ „სამართალდამცავთა დაცვის ლიგის“ განცხადებას.

,,პროკურორი ინტერვიუში აცხადებს, რომ თითქოს სასამართლო პროცესზე მოწმე ჯაბა შარანგიამ თქვა, - „ირაკლი ფირცხალავა ხუბულოვს ემუქრებოდა წამალი და ფული დააბრუნეო“, - მოწმეს სასამართლოზე მსგავსი რამ არ უთქვამს, იმისთვის, რომ საზოგადოება შეცდომაში არ იქნეს შეყვანილი ჩვენ შეგვიძლია აღნიშნულთან დაკავშირებით მოწმე ჯაბა შარანგიას სტენოგრამა გავავრცელოთ.

აგრეთვე არ შეესაბამება სიმართლეს პროკურორის მიერ მოტივთან დაკავშირებული განცხადება. ჩვენ ასევე შეგვიძლია მოწმე კახა მისირელის სასამართლო ჩვენების სტენოგრამის გავრცელება. მისირელმა ცალსახად განაცხადა, რომ ხუბულოვი არ იყო აგენტი, მასსა და ხუბულოვს შორის საუბარი ხუბულოვის ცხოვრების წესიდან გამომდინარე არასერიოზულად აღიქვა. შესაბამისად, მისი ნათქვამი არც არავისთვის უთქვამს და არც შესაბამისი ოქმი შეუდგენია. მისირელს, არც საკუთარ თანამშრომლებისთვის უთქვამს, რომ ხუბულოვმა აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდა.

პროკურორი ინტერვიუში აცხადებს, რომ ცააძე ვერ დაინახავდა ფუთურიძეს, რადგან ავტომანქანა დაბურული იყო, - მაშინ, როდესაც სპეცრაზმელებმა სასამართლოზე განაცხადეს, რომ ნაკანმა მათ უთხრათ, სამი ან ოთხი შეიარაღებული ყაჩაღური დაჯგუფების წევრია დასაკავებელი. როგორ ფიქრობთ, თუ სპეცრაზმელებმა იცოდნენ, სამი ოთხი პირი იყო დასაკავებელი, ცააძეს არ ეცოდინებოდა, რომ მანქანაში ორი პირის გარდა სხვა პირიც იმყოფებოდა? აგრეთვე პროკურატურის ერთ-ერთი მოწმე ქეთევან მირიანაშვილი აცხადებს, თითქოს მან საკუთარი საცხოვრებელი სახლის მეოთხე სართულიდან, დაახლოებით 80 მეტრის მანძილიდან დაინახა ავტომანქანაში მჯდომი მესამე პირი და ცააძეს შემთხვევის ადგილზე აღნიშნული პირი, როგორ ვერ უნდა შეემჩნია?

სტატიაში პროკურორი ასევე საუბრობს, იმის თობაზე, რომ დაკითხულმა სპეცრაზმელებმა და თვითმხილველებმა დაადასტურეს, ვაზაგაშვილის მანქანიდან არავის უსვრია და არც არავის დაჯახებია. რაზეც მოგახსენებთ: - დაკითხულ სპეცრაზმელებს ცალსახად არ დაუნახავთ ჰქონდა თუ არა ადგილი გასროლას, ისინი აღნიშნავენ, - გასროლა, რომ ყოფილიყო მხოლოდ ხმას გაიგებდნენ, თუმცა 100 პროცენტიდან 10 პროცენტიან შესაძლებლობას უშვებენ, რომ ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფი მანქანიდან გასროლა ვერ გაეგონათ, რადგან მანძილი დაახლოებით 20-25 მეტრი იყო და ასევე შემთხევის ადგილზე საცობში მდგარი რამდენიმე ათეული ავტომანქანის ძრავის ხმა ისმოდა.

რაც შეეხება პროკურორის მიერ ექსპერტიზის დასკვნებზე აპელირებას, მოგახსენებთ, ჯერ-ჯერობით სასამართლოს აღნიშნული მტკიცებულებები არ გამოუკვლევია და ამის შეფასება ისევე, როგორც ადრე, სხვა დანარჩენ შემხვევებში მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება. პროკურორი ინტერვიუში ასევე აღნიშნავს, რომ გამოძიებამ შეცდომა დაუშვა და კადრში ჩახმახდაშვებული იარაღია მოხვედრილი. როგორ ფიქრობთ, მაშინ როდესაც ადგილზე უნდა ემუშავათ კრიმინალისტებს, სასამართლო სამედიცინო ექსპერტებს, თავად გადამღებ ჯგუფს, პოლიციის თანამშროლმები შემთხვევის ადგილზე ჩახმახშეყენებულ იარაღებს დატოვებდნენ? ნებისმიერი პოლიციელი სპეცოპერაციის დროს საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილ ცეცხლსასროლ იარაღს მუხტავს. გარდა აღნიშნულისა ჩახმახდაშვებული იარაღი შეიძლება იყოს იმის მტკიცებულება, რომ იარაღიდან გასროლა არ მომხდარა?“- ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42