აღმაშენებლის ხეივნის ერთი მხარე – მცხეთისკენ მიმავალი მიმართულება გადაკეტილია. აღნიშნულ მხარეს გადაადგილების უფლება მხოლოდ ოლიმპიადისთვის გამოყოფილ ავტობუსებს და ავტომობილებს აქვთ.
ხოლო მცხეთიდან თბილისში შემომავალ მიმართულებაზე მოძრაობა ორმხრივია. აღნიშნულ მონაკვეთზე საცობია. ოლიმპიადასთან დაკავშირებით რამდენიმე ქუჩის გადაკეტვა იგეგმება მომდევნო დღეებშიც.
28 ივლისს 08:00 საათიდან 20:00 საათამდე გადაიკეტება აღმაშენებლის ხეივნის ერთი მხარე – მცხეთისკენ მიმავალი მიმართულება, ხოლო მცხეთიდან თბილისში შემომავალ მიმართულებაზე იქნება ორმხრივი მოძრაობა;
29 ივლისს 15:00 საათიდან 19:00 საათამდე სრულად გადაიკეტება თბილისის ზღვის მიმდებარე ავტომაგისტრალი;
30 ივლისს 08:00 საათიდან 19:00 საათამდე სრულად გადაიკეტება თბილისის ზღვის მიმდებარე ავტომაგისტრალი.
მასალის გამოყენების პირობები






