ირაკლი კოვზანაძე ნიუ-იორკში სუვერენული ფონდების კონფერენციაში მონაწილეობს
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:32, 27 Jul, 2015     948
საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი კოვზანაძე ნიუ-იორკში სუვერენული ფონდების კონფერენციაში მონაწილეობს.

„ეს არის მაღალი დონის შეხვედრა, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სუვერენული ფონდების, საპენსიო ფონდების, მრავალმილიარდიანი აქტივების მფლობელები და ადმინისტრატორები ერთმანეთს უზიარებენ საკუთარ გამოცდილებას, ეცნობიან სხვადასხვა ბაზრის პერსპექტივებს და საფუძველს უყრიან მომავალ საერთო პროექტებს,“- განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

ირაკლი კოვზანაძე პოტენციურ პარტნიორებს გააცნობს საპარტნიორო ფონდის მანდატს, ფონდის მიმდინარე, იმპლიმენტაციის ეტაპზე და უკვე დასრულებულ პროექტებს და ისაუბრებს ქვეყნის საინვესტიციო გარემოს შესახებ. ღონისძიების ფარგლებში ასევე დაგეგმილია ირაკლი კოვზანაძის შეხვედრა რამდენიმე საფინანსო ინსტიტუტის და კერძო საინვესტიციო ფონდის ხელმძღვანელ პირებთან, სადაც საუბარი იქნება საპარტნიორო ფონდისთვის დამატებითი ფინანსური რესურსის მოზიდვისა და ფონდთან ერთად შესაძლო ერთობლივი პროექტების განხორციელების შესახებ საქართველოში.

სუვერენული ფონდების კონფერენცია ნიუ-იორკში 27 ივლისს იმართება. კონფერენციის ფარგლებში უმაღლესი დონის ბიზნეს ლიდერები ისაუბრებენ ინსტიტუციონალური ინვესტირების პერსპექტივებზე უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში და ასევე იმ გამოწვევებზე, რომლებსაც გრძელვადიანი სახელმწიფო ინვესტორები აწყდებიან.



--------------

საპარტნიორო ფონდის შესახებ

სააქციო საზოგადოება საპარტნიორო ფონდი საქართველოს მთავრობის მიერ 2011 წელს დაარსდა. სახელმწიფო ფლობს ფონდის 100%-ს. საპარტნიორო ფონდის აქტივები 5 მილიარდ ლარს აჭარბებს. ფონდი ფლობს „საქართველოს რკინიგზის“, „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“, „ელექტროსისტემების კომერციული ოპერატორისა“ და ნაწილობრივ, „თელასის“ აქციებს. ფონდის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, საინვესტიციო მიმართულებებთან ერთად, ამ სახელმწიფო სტრატეგიული აქციების სწორი კორპორატიული მართვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42