"ერთი შვილი ადრე გარდაეცვალათ, სხვა შვილი აღარ დარჩათ" - ერთ წუთში დასრულებული სამი სიცოცხლე
საზოგადოება - 11:43, 27 Jul, 2015     19209

ახალციხის სოფელ ჭაჭარაქში­ უბედურება დატრიალდა - და-ძმა მარიანა და გიორგი ფოცხვერაშვილები და ვერიკო ზედგენიძე მტკვარში დაიხრჩვნენ.

ვეფხვია ინასარიძე მაშველების მოსვლამდე ეძებდა დამხრჩვალ ახალგაზრდებს მტკვარში.

ვეფხვია ინასარიძე: - ეს სამი ანგელოზი, და-ძმა ფოცხვერაშვილები და ვერიკო ზედგენიძე, ჩემი მეზობლები იყვნენ.

ფოცხვერაშვილები რომ მოასვენეს, მათ დედ-მამასთან სამძიმრის სათქმელად მისვლა ვერ შევძელი! მათი საცოდაობით აღარ ვართ. ერთი შვილი ადრე გარდაეცვალათ, სხვა შვილი აღარ დარჩათ...

- თქვენი ვაჟი ამბობს, რომ წყალი ღრმა არ იყო, გოგონებს მხოლოდ წელამდე სწვდებოდაო.

- ჩვენთან მტკვარი არ არის ისეთი ღრმა, რომ კაცი დაიხრჩოს. ამ უბედურების ადგილზეც 20 მეტრს ისე გაივლი, რომ წყალი მუხლებამდეც არ შემოგწვდება. შეიძლება ვიღაც ნაძირალამ ეს ადგილი თევზაობისას დინამიტით ააფეთქა და ორმო იმიტომ გაკეთდა. თუ მართლაც ასეა, იმ ნაძირალას ცოდვა აუცილებლად მოეკითხება... მარიანასა და გიორგის მშობლებს მე თავად დავურეკე, სხვა რა გზა მქონდა... დედამისი გიჟივით მოვარდა, სხვა გზა რომ არ მქონდა, მოვატყუე, - ნუ გეშინია, წადი შინ, შვილები ცოცხლები არიან, ქვემოთკენ გაცურეს-მეთქი. მანაც შვილების სიკვდილი არ დაიჯერა. მარიანას 2 წლის ბიჭი დარჩა. სახლში რომ მიიყვანეს და დედა აღარ დახვდა, გადაირია ბავშვი, ჩემი დედიკო წყლიდან ამოიყვანეთ და მომიყვანეთო. ვერიკო ისეთი სიცოცხლით და სიყვარულით იყო სავსე, რომ თვალიდან არ ამომდის. რომ შეხედავდი, თითქოს სახეზე ნათელი ადგა. 2 კილომეტრშია მისი სოფელი. ახალციხის საავადმყოფოში მუშაობდა ექთანად და აქ დეიდასთან ცხოვრობდა. ჩვენთან რომ გამოიარეს აჩიკოს წასაყვანად, შვილის გაშვება არ მინდოდა, მაგრამ კიდევ კარგი, რომ წავიდა, მარი ხომ მაინც გადაარჩინა!


მასალა ვრცლად იხილეთ ბმულზე: "კვირის პალიტრა:





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42