დღეს თბილისში ევროპის მე-13 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი გაიხსნება. ოფიციალური გახსნის ცერემონია მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საღამოს 20 საათსა და 15 წუთზე დაიწყება.
ფესტივალს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გახსნის. სიტყვით გამოვლენ ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი პატრიკ ჰიკი და „თბილისი 2015“-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანი.
შოუპროგრამაში, რომელსაც მიხეილ მესხის სტადიონზე მისული მაყურებელი ნახავს, 1500 ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.
მიხეილ მესხის სტადიონზე მოხვედრა გახსნის ცერემონიალზე დასწრების მსურველთათვის 19 საათამდე იქნება შესაძლებელი.
27 ივლისიდან - 1 აგვისტოს ჩათვლით შეჯიბრებები სპორტის 9 სახეობაში გაიმართება, რომლებშიც მონაწილეობას 50 ქვეყნის სპორტსმენები მიიღებს. მაყურებლებისთვის დასწრება თავისუფალია.
მასალის გამოყენების პირობები






