ოთარ დანელია ხელვაჩაურში პირველ ზუთხსაშენ საწარმოს ეწვია
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:18, 26 Jul, 2015     1013

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, აჭარის მთავრობის მეთაურ არჩილ ხაბაძესთან და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრ ზაურ ფუტკარაძესთან ერთად ხელვაჩაურის რაიონში, სოფელ მახოში ზუთხსაშენ საწარმოს ეწვია.

კომპანია „იუნიფიშჯი“ ზუთხის სახვადასხვა სახეობის მოშენებით, ზუთხის ხორცის პროდუქტების და ზუთხის ხიზილალის წარმოებითაა დაკავებული. „იუნიფიშჯი“ აღნიშნული პროფილის პირველი საწარმოა საქართველოში. ხელვაჩაურის რაიონში კომპანიას 1077 მ3 მოცულობის ზუთხის სააუზე მეურნეობა და ხიზილალის გადამამუშავებელი საამქრო აქვს.


ოთარ დანელიამ აჭარის მთავრობის წევრებთან ერთად კომპანიის მიზნებსა და სამუშაო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო და საწარმოს განვითარების პერსპექტივები განიხილა. კომპანია გეგმავს წარმოებული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირსა და სხვა ქვეყნებში განახორციელოს. პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზეც გაიყიდება.

„ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში მეთევზეობის დარგის განვითარება. ევროპის ბაზარზე ქართულ აკვაკულტურას განსაკუთრებული პერსპექტივა აქვს. წარმოების ევროკავშირის სტანდარტებთან დასაახლოებლად აღნიშნულ კომპანიას სახელმწიფო დაეხმარება. ჩვენთვის პრიორიტეტია დროულად მოხდეს სტანდარტების სრულყოფა, რათა საქართველოდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტს ბარიერი არ ჰქონდეს“, -განაცხადა ოთარ დანელიამ.

აჭარის მთავრობის მეთაურის არჩილ ხაბაძის განცხადებით, რეგიონის განვითარებისთვის ახალი საწარმობის ამოქმედებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

„აჭარა გამორჩეულია თევზის რეწვის კუთხით. მაღალმთიან აჭარაში განსაკუთრებული პირობებია თევზის მოშენებისთვის. აღნიშნული მეურნეობების განვითარება ხელს უწყობს ადგილობრივების დასაქმებასა და ინვესტიციების შემოდინებას. ჩვენთან ნაწარმოებ პროდუქციას აქვს პოტენციალი მოხვდეს ევროპის ბაზარზე“- განაცხადა არჩილ ხაბაძემ.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, კომპანია შეყვანილია ხიზილალის მწარმოებელი და ექსპორტიორი საწარმოების CITES-ის საერთაშორისო რეესტრში.

„ჩვენმა კომპანიამ მიიღო ზუთხის წარმოების უფლება და სერთიფიცირება. მოგვეცა შესაძლებლობა შევიდეთ ევროპის 12 ქვეყნის ბაზარზე. პირველ რიგში უნგრეთის ბაზარზე შევიტანთ პროდუქციას. აღსანიშნავია, რომ უახლოეს პერიოდში ბუდაპეშტში გაიხსნება ქართულ-უნგრული სახლი, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციასა და ექსპორტის ზრდას სხვა ქვეყნებში“ - განაცხადა
კომპანიის დირექტორმა მამუკა სხვიტარიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42