თბილისის მერია დედაქალაქში ქუჩების გადაკეტვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საზოგადოება - 17:37, 25 Jul, 2015     1849

ევროპის მე-13 ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალ "თბილისი 2015"-თან დაკავშირებით, ოლიმპიადის ჩატარების პერიოდში რამდენიმე ქუჩა დაიკეტება.

ოლიმპიური ფესტივალის გახსნის დღეს, 26 ივლისს, 18:20 საათიდან 19:40 საათამდე და 22:00 საათიდან 22:30 საათამდე სრულად დაიკეტება მიხეილ მესხის სახელობის (ყოფილი "ლოკომოტივის") სტადიონის მიმდებარე ტერიტორია – წერეთლისა და ჭავჭავაძის ქუჩების გადაკვეთიდან კუს ტბის ასახვევამდე. ამ მიმართულებით მოძრავი #9, 34, 51 ავტობუსების ნაწილი იმოძრავებს სადგურის მოედნიდან ვაკის პარკამდე, ნაწილი კი ბაგების დასახლებიდან - ვაკის სასაფლაომდე.

რაც შეეხება მიკროავტობუსებს, #32,120,126,170,202 მარშრუტები იმოძრავებს ვაკის პარკამდე, ხოლო #44,73,81,171,195 მარშრუტები ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირიდან თამარაშვილის ქუჩაზე მოძრაობას გააგრძელებს წერეთლის ქუჩის გადაკვეთამდე, უკან თამარაშვილის ქუჩაზე იმოძრავებს დადგენილი სქემით. #4 (მ/ს "300 არაგველიდან") და #131 (ორთაჭალიდან) მიკროავტობუსები იმოძრავებს ვაკის პარკამდე.

მომდევნო დღეს, 27 ივლისს 15:00 საათიდან 18:00 საათამდე დაიკეტება აღმაშენებლის ხეივნის მცხეთისკენ მიმავალი მიმართულება, საპირისპირო-მცხეთიდან თბილისში შემომავალ მიმართულებაზე იქნება ორმხრივი მოძრაობა.

28 ივლისს 08:00 საათიდან 20:00 საათამდე დაიკეტება აღმაშენებლის ხეივნის მცხეთისკენ მიმავალი მიმართულება, მცხეთიდან თბილისში შემომავალ მიმართულებაზე კი იქნება ორმხრივი მოძრაობა.

ორივე დღეს აღნიშნულ ტერიტორიაზე მოძრავი #14 და # 15 ავტობუსები ჰიპერმარკეტ ,,გუდვილამდე" გადაადგილდებიან დიღმის მასივის გავლით დიდი დიღმის მიმართულებით, დიდი დიღმიდან კი, დადგენილი სქემით.

29 ივლისს 15:00 საათიდან 19:00 საათამდე დაიკეტება გზა თბილისის ზღვის მიმდებარე ავტომაგისტრალზე -„ოლიმპიური სოფლიდან“ „ზღვის უბნის“ მიმართულებით.

30 ივლისს 08:00 საათიდან 19:00 საათამდე სრულად გადაიკეტება თბილისის ზღვის მიმდებარე ავტომაგისტრალი.

ორივე დღეს # 111 ავტობუსი „გადასასველი ხიდიდან“ იმოძრავებს „ჯინო ფერედაისის“ კომპლექსამდე. #60 ავტობუსი მ/ს-დან „ღრმაღელე“, მუხრანის ქუჩის გავლით, თბილისის ზღვის სასაფლაომდე გადაადგილდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42