სასაწაული ოზურგეთში - ტაძრის გუმბათზე მაცხოვრი გამოისახა
საზოგადოება - 15:30, 25 Jul, 2015     14742

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში ადგილობრივები დღეს დილიდან სასწაულის მომსწრეები გახდნენ.

სოფლის ტაძარში დილით წირვა უნდა ჩატარებულიყო, თუმცა დღეს სამღვდელოება ოზურგეთის საკათედრო ტაძარში შემოქმედის ეპარქიის ინიციატივითა და მიტროპოლიტ იოსების ლოცვა-კურთხევით, წმინდა ფილიმონ ქორიძის ხსენების დღეს აღნიშნავს და მამა ნიკოლოზიც იქ ბრძანდებოდა.

წირვის მომლოდინე მრევლმა გუმბათზე მაცხოვრის გამოსახულება შეამჩნია. ეს ყველაფერი ფოტოზეც არის აღბეჭდილი.

როგორც ადგილზე მოგვიანებით მისული თვითმხილველები გვიყვებიან, დაუსრულებელი ტაძრის გუმბათზე, ნათლად არის გამოსახული მაცხოვარი, მის ხელებთან ტაძარი დასრულებული სახით ჩანს, თავზე კი ანგელოზის გამოსახულება იკვეთება.

ადგილზე, სასულიერო პირებიც იმყოფებიან, რომლებიც ნანახს ღვთიურ სასწაულს და კარგის მომასწავებელ გამოცხადებას უწოდებენ.

ოზურგეთის საკათედრო ტაძრის დეკანოზი მამა ერმოლოუსი, რომელიც ადგილზე იმყოფებოდა, "გურიის მოამბესთან" საუბარში მომხდარს აფასებს.

"ყოველთვის, როცა ადამიანს სასწაულთან აქვს საქმე, ყოველთვის ფიქრობს, რისი მომასწავებელია ეს. მე, თქვენ და მთელს საქართველოს უნდა, რომ ეს იყოს კარგის მომასწავებელი და უფლის ლოცვით, ასეც მოხდება. ტაძრის გუმბათზე გამოსახული მაცხოვრის მირქმის ხატის გამოსახვა ნიშნავს იმას, რომ მთელი სოფელი უნდა დაირაზმოს, და დაასრულოს ამ ტაძრის მშენებლობა. აქ ადრეც იყო ტაძარი, რომელიც იმ ავბედითი კომუნისტების დროს დაანგრიეს. საერთოდ, ტაძრის მშენებლობა ყველაზე დიდი და უმნიშვნელოვანესი საქმეა. ეს ყველამ ერთად უნდა გააკეთოს და სარკმლის გაჭრა დროზე უნდა დასრულდეს"- ამბობს მამაომ.

ცნობისთვის, სოფელში ტაძრის მშენებლობა რამდენიმე წელია მიმდინარეობს და მისი დასრულება სხვადსხვა მიზეზების გამო ვერ მოხერდა. იოანე ნათლისმცემლის სახელზე მშენებარე ტაძარი, ძველი ეკლესიის საძირკველზე შენდება, რომელიც კომუნისტების დროს დაანგრიეს.

თეა იოსელიანი, გურია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42