დარჩელში თხილის შესანახი ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარეობს
საზოგადოება - 14:08, 25 Jul, 2015     1766
დარჩელში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივისთვის თხილის შესანახი ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარეობს.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ,სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას სახელმწიფო პროგრამა -„თხილის წარმოების განვითარება სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის მხარდაჭერის გზით“ გააცნეს.

პროგრამის ფარგლებში საწარმოო ინფრასტრუქტურა, რომელიც თხილის საშრობ მანქანა-დანადგარებსა და სასაწყობე ფართს მოიცავს, სოფელ დარჩელში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) მოეწყობადა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს ხუთწლიანი იჯარის ხელშეკრულებით გადაეცემა. საიჯარო ვადის გასვლის შემდეგ,დადგენილი პირობების შესრულების შემთხვევაში, კოოპერატივს შესაძლებლობა ეძლევა მოითხოვოს იჯარით აღებული ქონების პირდაპირი მიყიდვის წესით გადაცემა. პროგრამაში მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოოპერატივში 500-ზე მეტი მეპაიე იქნება გაერთიანებული.

„აგვისტოში აღნიშნული ინფრასტრუქტურა უკვე ექსპლუატაციაში იქნება გაშვებული. ესიქნება საქართველოში ყველაზე დიდი კოოპერატივი- ერთი სოფელი ერთი კოოპერატივის პრინციპით. მოგეხსენებათ, მეთხილეობა ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩვენ ბევრი გეგმა გვაქვს, მათ შორის ეს არის დაფინანსების ნაწილში ხელშეწყობა, რათა მაქსიმალურად ხელი შეეწყოს დარგის განვითარებას. უმნიშვნელოვანესია ადგილობრივების დასაქმება. საწარმოს ლოკაცია შეგნებულადაა შერჩეული - სამეგრელოს რეგიონი კონფლიქტურ ზონასთან ძალიან ახლოსაა და, შესაბამისად, პოლიტიკურადაც ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის შესრულებისუზრუნველსაყოფად, პროგრამის ფარგლებში უსასყიდლოდ განხორციელდება პროგრამაში მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივისათვის შესაბამისი კონსულტაციები, რათა დაინერგოს გლობალური სოფლის მეურნეობის საუკეთესო პრაქტიკის (Global GAP) და საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP) სტანდარტი.

პროექტი ხელს შეუწყობს თხილის წარმოების, გადამუშავებისა და რეალიზაციის ერთიანი ციკლის შექმნას, თხილის თვითღირებულების შემცირებას და საექსპორტო პოტენციალის ზრდას.

სახელმწიფო პროგრამა - „თხილის წარმოების განვითარება სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის მხარდაჭერის გზით“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 ივნისის N 252 დადგენილებით 2015 წლის 10 ივნისიდან დაიწყო. პროგრამას საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო“ ახორციელებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42