სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს ქობულეთის დამშრობი სისტემების რეაბილიტაციას.
დამშრობი სისტემების რეაბილიტაციის ფარგლებში, პროექტით დაგეგმილია, არსებული არხების წმენდა -25 კმ, ჰიდროტექნიკური ნაგებობების რემონტი და მშენებლობა. გათვალისწინებულია: არსებული დამბების რემონტი და ახლის მშენებლობა; მ-2 არხზე არსებული სატუმბი სადგურის რეკონსტრუქცია; გზების გაყვანა დამცავი დამბების თხემებზე; საუბნო სახლის მშენებლობა.
მიმდინარე სარეაბილიტაციო ღონისძიებების შედეგად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის 9 სოფლის (ჩოლოქი, კვირიკე, ბუკნარი, ციხისძირი, დაგვა, საჩინო, აჭყვისთავი, ზედა და ქვედა აჭყვა) 460 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწი ფართობი იქნება დამშრალი. აღნიშნული ფართობით სარგებლობს 8 000-მდე მოსახლე.
სამუშაოები მიმდინარე წლის მარტში დაიწყო და 2016 წლის მაისში დასრულდება.
პროექტის ღირებულებაა 2 150 400 ლარი
აღნიშნული სამუშაოები უკრაინის საპროექტო ინსტიტუტის „უკრაინის წყალპროექტის“ სპეციალისტებმა დააპროექტეს.
I სინქრონიზურაბ კუჭავა - შპს „საქართველოს მელიორაციის“ დასავლეთის რეგიონის დირექტორი
II სინქრონი სულხან ევგენიძე - ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი
მასალის გამოყენების პირობები






