ტრაგედია დატრიალდა ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაჭარაქში. მდინარე ფოცხოვისა და მტკვრის შესართავთან მყოფი რამდენიმე ახალგაზრდა წყალმა წაიღო, ექვსიდან სამმა - ორმა გოგონამ, 21 წლის ვერიკო ზედგენიძემ , 20 წლის მარიამ ფოცხიშვილმა და მისი ძმამ 17 წლის გიორგიმ წყლიდან გამოსვლა ვერ მოახერხეს და დაიღუპნენ. ოჯახი, რომელმაც ერთდროულად ორი შვილი უნდა გამოიტიროს, ახლა მხოლოდ შვილიშვილის იმედად რჩება. მარიამს ერთი მცირეწლოვანი ვაჟი და მეუღლე დარჩა. რაც შეეხება ახალციხეში ჯავახეთიდან სტუმრად ჩამოსულ ვერიკო ზედგენიძეს, ამ გოგონას შესახებ ფოცხიშვილების მეზობლები და ოჯახის ახლობლები ინფორმაციას არ ფლობენ. "სამხრეთის კარიბჭე" იმ ახალგაზრდების კომენატრებს აქვეყნებს, რომლებიც გარდაცვლილებთან ერთად იმყოფებოდნენ მდინარეზე.
კარლო ზირააბიანი, ფოცხიშვილების ნათესავი:
- საშინელება ხდება, ერთ ოჯახში ორი მიცვალებულია. ჩემს თვალწინ გაიზარდნენ ანგელოზივით ბავშვები წყალმა იმსხვერპლა. განადგურებულები არიან მშობლები, მარიამის და გიორგის გარდა მეტი შვილი აღარც ჰყავთ. მათი ერთადერთი იმედი, ვის გამოც უნდა იცხოვრონ, მარიამის პატარა ბიჭუნაა. შვილები, მეზობლებთან ერთად, მდინარეზე გაუშვეს და უკან ვერცერთი ვეღარ დაბრუნდა. გული მტკივა მათ უბედურებაზე ფიქრით. ღმერთმა აშოროს ყველა ოჯახს ასეთი საშინელება...
მასალა ვრცლად იხილეთ ბმულზე: "კვირის პალიტრა"
მასალის გამოყენების პირობები






