სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციასთან ხმაური იყო. ადგილზე ზვიად ლაგვილავას ოჯახის წევრები და ახლობლები შეიკრიბნენ. ისინი პოლიციას პოლიციას ექსპერტიზის გაყალბებასა და შესაძლო დანაშაულის დაფარვაში ადანაშაულებენ. ადგილზე შეკრებილები სამმართველოს უფროსთან შეხვედრას ითხოვდნენ. მათი ნაწილი სამართალდამცველების წინააღმდეგობის მიუხედავად პოლიციაში შეიჭრა.
ზუგდიდში, სუს-ის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განყოფილების შენობაში აფეთქება გასული წლის ოქტომბერში მოხდა. აფეთქების დროს თავის კაბინეტში იმყოფებოდა სუს-ის სპეცრაზმის უფროსი, 32 წლის ზვიად ლაგვილავა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
მისი ოჯახის წევრები და ადვოკატი ეჭვობენ, რომ ლაგვილავა მოკლეს და აფეთქება კვალის დაფარვის მიზნით განახორციელეს. როგორც ისინი ამბობენ, ამის თქმის საფუძველს ექსპერტიზის დასკვნაც იძლევა.
შეგახსენებთ, ლაგვილავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით ექსპერტიზის დასკვნა "ნიუპოსტმა" გაასაჯაროვა.
მასალის გამოყენების პირობები






