„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
საზოგადოება - 20:55, 23 Jul, 2015     9851

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, გადახდის სისტემაში წარმოქმნილი ტექნიკური შეფერხებისთვის, აბონენტებს ბოდიშს უხდის.

რამდენიმე დღეა, თბილისელი აბონენტების მიერ წყალმომარაგების მიმდინარე გადასახადის დაფარვის დროს შეიქმნა გარკვეული ხარვეზი საქართველოს ბანკისა და სწრაფი გადახდის ტერმინალის - „ექსპრესფეის“ გამოყენებისას, თუმცა დავალიანების დაფარვა შესაძლებელია სხვა ბანკებისა თუ სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით.

იმ თბილისელ აბონენტებს, რომლებსაც აქვთ მხოლოდ მიმდინარე დავალიანება და გადასახადის დაფარვის ბოლო ვადად 24 ივლისი ფიქსირდება, წყალმომარაგების მიმდინარე გადასახადის გადაუხდელობის გამო, ორშაბათს 27 ივლისამდე, ელექტროენერგიის მიწოდება არ შეეზღუდებათ.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ტექნიკური ხარვეზის გამოსწორების შესახებ ინფორმაციას მომხმარებელს დაუყოვნებლივ მიაწვდის, როგორც ინდივიდუალურად, SMS-შეტყობინების მეშვეობით, ასევე მედიასაშუალებების, ფეისბუქის გვერდის - Georgian Water and Power - GWP LTD, Official და ვებგვერდის www.gwp.ge-ს მეშვეობით.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს თხოვნით მიმართავს, ტექნიკური ხარვეზის გამოსწორების შემდეგ, დროულად დაფარონ წყალმომარაგების მიმდინარე გადასახადი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42