სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში გენმოდიფიცირებული სურსათი გამოავლინა
საზოგადოება - 16:22, 23 Jul, 2015     3618
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს წარმომადგენლებმა კახეთის გზატკეცილზე მდებარე შპს „კრისტალ ქრაფტი“ კანონდარღვევის გამო 5000 ლარით დააჯარიმეს. აღნიშნულმა ბიზნესოპერატორმა ბაზარზე ეტიკეტირების წესის დარღვევით განათავსა ირანული წარმოშობის გენმოდიფიცირებული ტექსტურირებული სოიოს პროტეინი (ფარში), რომელიც სარეალიზაციოდ გატანილი იყო გორის ქუჩაზე მდებარე შპს „განთიადის“ საბითუმო სავაჭრო ობიექტში. სააგენტოს წარმომადგენლებმა სწორედ ამ ობიექტიდან აიღეს ნიმუშები და კვლევისთვის ლაბორატორიას გადაუგზავნეს.

ლაბორატორიული კვლევით დადგინდა, რომ ირანული წარმოშობის ტექსტურირებული სოიოს პროტეინი (ფარში) გენმოდიფიცირებულია, რაც ეტიკეტზე არ არის ასახული (პროდუქცია დამზადებულია 01.02. 2015, ვადა 01.08.2016-მდე).

საქართველოს კანონის „სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ“ თანახმად, შპს „კრისტალ ქრაფტს“ დაევალა ბაზრიდან სურსათის გამოთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ის 10 000 ლარით დაჯარიმდება.

სურსათის ეროვნული სააგენტო შეახსენებს ბიზნესოპერატორებს, რომ, თუკი სურსათის შემადგენლობაში არსებული გენეტიკურად მოდიფიცირებული კომპონენტები საერთო მასის 0,9%-ზე მეტია,ეტიკეტის მარცხენა ზედა კუთხეში დატანილი უნდა იყოს აბრევიატურა „გმ". კანონის მიხედვით, ნიშანდება მომხმარებლისთვის ადვილად აღქმადი და თვალსაჩინო უნდა იყოს. ეტიკეტირებისწესის დარღვევა საქართველოს კანონმდებლობით ჯარიმდება 5 000 ლარით. განმეორების შემთხვევაში კი ჯარიმა ორმაგდება და ბიზნესოპერატორს 10 000 ლარის გადახდა მოუწევს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42