„შეირჩა 5 შშმ პირი, როგორ კასპში, ასევე სოფლებში, რომელსაც დახმარება განსაკუთრებით ესაჭიროებოდათ. მოქალაქეებს ვლადიმერ დანილჩენკოს, ლეილა ყაზარაშვილს, შოთა ქუტაშვილს, ანზორ ქრიქულოვს და თემურ დანდურაშვილს ახალი ეტლები პირადად გადაეცათ. მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანადგომა და დახმარების აღმოჩენა. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ჩართული არიან „კასპის ახალგაზრდული საკრებულოს“ წევრები, რადგან აუცილებელია ახალგაზრდები იცნობდნენ თავიანთ მუნიციპალიტეტში იმ ადამიანებს, რომლებსაც ყურადღება ყველაზე მეტად სჭირდებათ, რათა მათ თავი იგრძნონ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად“ - აცხადებს გიორგი ჭულუხაძე.
ორგანიზაცია მადლობას უხდის ფონდს „სიცოცხლის ხე“ ეტლების უსასყიდლოდ გადმოცემისთვის და გამგებლის მოადგილეს, თეიმურაზ ხიზანაშვილს გაწეული დახმარებისთვის.
მასალის გამოყენების პირობები






