GIPA-ს დიპლომების აღიარების პრობლემა გლობალური არ არის - ვიცე რექტორი
საზოგადოება - 15:31, 23 Jul, 2015     2328
GIPA-ს სტუდენტები, რომლებმაც 1-წლიანი სამაგისტრო პროგრამა 1994-2005 წლებში გაიარეს დიპლომის აღიარებას ელოდებიან. პრობლემა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ერთ-ერთ მაგისტრანტს, რომელსაც სწავლის გაგრძელება დოქტურანტურაში სურდა განუცხადეს, რომ მისთვის ეს შეუძლებელი იქნებოდა, რადგან განათლების სამინისტრო GIPA-ს სამაგისტრო პროგრამას, რომელიც 1994-2005 წლებში 1 წლიანი იყო არ ცნობს.

ამ საკითხთან დაკავშირებით „ნიუპოსტს“ GIPA-ს ვიცე რექტორი ლევან სამადაშვილი ესაუბრა. როგორც „ნიუპოსტს“ სამადაშვილმა განუცხადა, აღნიშნული საკითხის გადატანა გლობალურ ჭრილში საჭირო არ არის, მისივე განცხადებით, საკითხი არ დგას ისე, რომ უნივერსიტეტის მიერ რომელიმე წელს გაცემული დიპლომები ეჭვის ქვეში იდგეს.

ლევან სამადაშვილის თქმით, ყველანაირი საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ აღნიშნული საკითხი GIPA-ს კურსდამთავრებულების სასარგებლოდ გადაწყდეს.

„მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხი დადებითად გადაწყდება, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით ასე ჩანს. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი კურსდამთავრებული იყო მისული და კონკრეტულმა ადამიანმა გაუწია რეკომენდაცია, რომ შეიძლებოდა მას დოქტურანტურაზე სწავლის გაგრძელებაზე უარი მიეღო. საკითხი არ დგას ისე, რომ რომელიმე წელს გაცემული დიპლომის ნამდვილობა ეჭვქვეშ იდგეს, ამიტომ საკითხი არ არის გლობალური. მიკვირს რომ ამხელა ამბავი ატყდა ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან ჩემი აზრით ამის საფუძველი არ არსებობს.

მე ვერ ვხედავ საფუძველს იმის, რომ ეს შეიძლება პრობლემა რეალური გახდეს, მაგრამ თუ თეორიულად მაინც მოხდა, ჩვენი რეაქცია იმაზე იქნება დამოკიდებული, რის საფუძველზე მოხდება მსგავსი გადაწყვეტილების მიღება. კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, რომ რეალურად მსგავსი პრობემა არ დგას. ალბათ კონკრეტულ ადამიანს ისეთი კონსულტაცია გაუწიეს, რომ მან ყველა ღონე იხმარა საკითხის მის სასარგებლოდ გადასაწყვეტად. ჩემი აზრით არ არის ამ საკითხის გლობალურ ჭილში გადატანა საჭირო. ჩვენი მხრიდან ოპერატიულად დაიგეგმა შეხვედრა განათლების სამინსტროს წარმომადგენლებთან და გაკეთდა განარტებითი განცხადებაც,“ გ ანაცხადა ლევან სამადაშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციით, ჯიპას მაგისტრატურა თბილისის მერმა და განათლების მინისტრმაც დაამთავრეს. თამარ სანიკიძე დარწმუნებულია, რომ მაგისტრის ხარისხი აქვს და მომხდარს გაუგებრობა უწოდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42