კი, მომავალშიც არაერთი განცხადება გაკეთდება. საერთოდ, იცოდეთ, როგორც წესი, არაფერი წამომცდება ხოლმე, ყველაფერს დაფიქრებით ვამბობ და ბოლომდე "ვაწვები".
- ასეთ განცხადებებზე დაახლოებით რამდენი წუთი ფიქრობთ ხოლმე?
- არა... ამ შემთხვევაში განცხადება მცოცავ ანექსიაზე უნდა გამეკეთებინა, დანარჩენი სიტუაციამ მოიტანა.
- "იბიარდი" თუ იცით რას ნიშნავს და რატომ გგონიათ ის ცუდი სიტყვა?
- ეს ხერხეულიძეს ვკითხოთ... ისე უფრო სერიოზულ თემებზე რატომ არ მესაუბრებით?
- თქვენ, დეპუტატი, პარლამენტის სხდომაზე არასერიოზულად საუბრობთ და სერიოზულ კითხვებს ჟურნალისტისგან ითხოვთ?
- ბობოხიძემ "პრასტიტუტკები" ხართო გვითხრა და ამის შემდეგ სერიოზული განცხადება უნდა გამეკეთებინა? ყველა ქართველი ხომ იცით რითი ტრაბახობს? ბევრი "ვიგულავეო". მე კი, იმით ვტრაბახობ, რომ ერთგული მეუღლე და პატიოსანი ადამიანი ვარ.
- აბა, საბჭოთა ლამაზმანებთან 10 მანეთის გარეშე მიმუშავიაო, რატომ გაგვიზიარეთ?
- სანამ ცოლს მოვიყვანდი, თამაშისა და მუშაობის უფლება არ მქონდა? სვეტლანა ტომა, პროკოლოვა, ვერა სარანოვა, უკრაინელი გალინა, ერთი მახსოვს, "მის რასია" იყო, ქართველებზე საერთოდ არ ვლაპარაკობ...
ვრცლად იხილეთ kvirispalitra.ge
მასალის გამოყენების პირობები






