თბილისის გარემოსდაცვით სტრატეგიაზე შეხვედრა გაიმართა
საზოგადოება - 17:28, 22 Jul, 2015     996

თბილისის მერიის ეკოლოგიის და გამწვანების საქალაქო სამსახურის ინიციატივით სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ თბილისის გარემოსდაცვითი სტრატეგია 2015-2020-ის განსახილველად სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა USAID-ის კავკასიის ოფისის მხარდაჭერით ჩატარდა.

ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსმა ბიძინა გიორგობიანმა სიტყვით მიმართა შეხვედრის მონაწილეებს და ვრცლად ისაუბრა თბილისის გარემოსდაცვითი სტრატეგია 2015-2020-ის მომზადების მნიშვნელობაზე. „აღნიშნული სტრატეგია იქნება ერთგვარი სახელმძღვანელო დოკუმენტი იმისთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოგვარდეს დედაქალაქში ეკოლოგიური პრობლემები და გაუმჯობესდეს ურბანული გარემოს დაცვა. სტრატეგია საშუალებას მოგვცემს ზუსტად განვსაზღვროთ კონკრეტული ქმედებები გარემოსდაცვითი პრობლემების გადასაჭრელად, ამიტომ საჭიროა მისი დროულად მომზადება და საკრებულოში დასამტკიცებლად გატანა“ - განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა. მისი თქმით, სტრატეგიის მომზადების პროცესში გარემოსდამცველებისა და დაინტერესებული მხარეების ფართო ჩართულობა და მათი მოსაზრებებისა თუ შენიშვნების გაზიარება მნიშვნელოვანია გარემოს ცალკეულ კომპონენტებზე სრულფასოვანი შეფასების მოსამზადებლად.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო სტრატეგიის დამტკიცების შემდეგ მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის ფუნქციის გაძლიერებასა და სამსახურის მიერ ეფექტური გარემოსდაცვითი პოლიტიკის გატარების აუცილებლობას.

თბილისის გარემოსდაცვითი სტრატეგია 2015-2020-ის განხილვის მიზანს წარმოადგენს თბილისის გარემოს მდგრადი და ინტეგრირებული მართვის ისეთი სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფს თბილისში გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესებას, ადგილობრივ დონეზე გარემოსდაცვითი გამოწვევების განსაზღვრის, პრობლემების გადასაჭრელად საუკეთესო მიდგომების შემუშავების, გარემოსდაცვითი საკითხების დაგეგმვის და შემდგომი განხორციელების გზით და ასევე, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების ერთობლივი ჩართულობის უზრუნველყოფის მეშვეობით.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების, ეკონომიკური პოლიტიკისა და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვისა და სხვა სამინისტროების თანამშრომლები, ასევე დაინტერესებული მხარეები, გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციები და კერძო სექტორის წარმომადგენლები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42