„სანამ ცოლს მოიყვანდა იყო პერიოდი, როდესაც შერიგებას მთხოვდა“, - ამბობს მომღერალი თიკა ჯამბურია ყოფილ მეუღლეზე, რომელმაც ცოლი რამდენიმე თვის წინ მოიყვანა.
როგორც ჩანს თიკასთვის ბექა ხოფერიას გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა. მომღერალი ამის მიზეზზეც საუბრობს.
„იყო ამაზე ლაპარაკი. მართლა არ ვიცოდი, რომ ცოლი მოჰყავდა, ჟურნალებიდან გავიგე. მეც და ჩემმა სამეგობრომაც ვიცოდით, რომ ბექა მოსკოვში იმიტომ იყო, რომ ჩვენ შევრიგებულიყავით და იქ გადავსულიყავით საცხოვრებლად. რატომღაც უცბად მოიყვანა ცოლი. თუმცა როდესაც მას შერიგება უნდოდა, არასოდეს მქონია სურვილი, რომ მას შევრიგებულიყავი. ალბათ ამიტომ გადაწყვიტა, რომ საბოლოოდ ყველაფრისთვის წერტილი დაესვა და მოიყვანა ცოლი. კარგი იქნებოდა ეს ყველაფერი ჩუმად მომხდარიყო, რადგან ნინა რომ ნახულობს ამას ბევრ კითხვას მისვამს“, - ამბობს ჯამბურია.
ვიდეო იხილეთ ბმულზე: rustavi2.com
მასალის გამოყენების პირობები






