კახა ბენდუქიძის შვილი, ანასტასია გონჩაროვა მისი და ბენდუქიძის მეუღლის სასამართლო დავის შესახებ მორიგ ინფორმაციას ავრცელებს.
„ჩემი ყველაზე ცუდი მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ გადაიტანა ნატალიამ (კახას მეუღლე) სასამართლო მოსმენა მთელი თვით, სიმართლე აღმოჩნდა - საჭირო იყო დრო, რომ მიეღო და გაენადგურებინა კახა ბენდუქიძის მეორე და საბოლოო დნმ-ის ნიმუში... მისი ადვოკატები დნმ-ის მიღებას 24 ივლისისთვის ელიან. ახლა ჩემი ამოცანაა ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს. კვლავ მახსენდება მამას სიტყვები პროკურორთან ვიზიტის შედმეგ „ ნასტია, იბრძოლე ჩემ გამო “ - კარგი, მამა, მე ბოლომდე ვიბრძოლებ“ - წერს გონჩაროვა "ფეისბუკის" გვერდზე.
კახა ბენდუქიძის შვილის, ანასტასია გონჩაროვას წინააღმდეგ კახა ბენდუქიძის დამ და მეუღლემ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. გონჩაროვას თქმით, კახა ბენდუქიძის ოჯახის წევრებს, მისი კახას შვილად აღიარება არ სურთ.
მასალის გამოყენების პირობები






