მთავრობის საქმიანობათა უმრავლესობა ნულს ქვემოთ ნიშნულზეა - IPM-ის კვლევა
საზოგადოება - 14:22, 22 Jul, 2015     2240
კომპანია „აიფიემის“ მიერ 2015 წლის ივნისის თვეში მთავრობის წარმატების ინდექსის მორიგი კვლევა ჩატარდა. მხოლოდ პოლიციის, ჯანდაცვისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებებია ნულს ზემოთ და ინარჩუნებენ მეტ-ნაკლებად მაღალ მაჩვენებლებს. როგორც კვლევის მიმოხილვაშია აღნიშნული ნულს ქვემოთ კვლავ რჩება მთავრობის საქმიანობათა უმრავლესობა, მათ შორის მთავრობის დამოკიდებულება ხალხისადმი, სოციალურად დაუცველებზე ზრუნვა და ა.შ.

,,ნიუპოსტი“ გთავარობთ „აიფიემის“ მიერ ჩატარებული მთავრობის წარმატების ინდექსის კვლევას.

„აიფიემი“ აგრძელებს მთავრობის წარმატების ინდექსური კვლევის შედეგების გამოქვეყნებას. მცირე შეხსენებისათვის, ჩვენ ვზომავთ მთავრობის საქმიანობის ეფექტურობის ინდექსს, რაც სხვა არაფერია თუ არა მთავრობის მიმდინარე საქმიანობის შეფასება. ასევე, ამავე პროექტის ფარგლებში იზომება მთავრობის საქმიანობის ეფექტი 2-5 წლიან პერსპექტივაში, რასაც ჩვენ წარმატების მოლოდინის ინდექს ვუწოდებთ, და ამ ორი მაღლა აღწერილი ინდექსის ბაზაზე ითვლება მთავრობის რეიტინგი მისი ცალკეული საქმიანობების მიხედვით. სხვა ტექნიკური ინფორმაცია იხილეთ სტატიის ბოლოს.

მთავრობის საქმიანობის ეფექტურობის ინდექსი

მთავრობის საქმიანობის ეფექტურობის ინდექსი ჯანდაცვის სფეროს მიმართულებით კვლავ ინარჩუნებს მაღალ მაჩვენებელს (38).ძალზედ დაბალი მაჩვენებელი, ისევე როგორც წინა თვეებში, ფიქსირდება ეკონომიკური საქმიანობის და დასაქმების მიმართულებით. მნიშვნელოვანი ვარდნა წინა თვესთან შედარებით ინდექსმა განიცადა განათლება/მეცნიერების და სოციალურად დაუცველებზე/პენსიონერებზეზრუნვის სფეროებში - 3 და 4 პუნქტით შესაბამისად. ორ-ორი პუნქტით მაჩვენებელმა აიწია ჯანდაცვის, პოლიციის და საგარეო ურთიერთობების დარგში.

ნულს ზემოთ მხოლოდ პოლიციის, ჯანდაცვისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებებია. ნულს ქვემოთ კვლავ რჩება მთავრობის საქმიანობათა უმრავლესობა, მათ შორის მთავრობის დამოკიდებულება ხალხისადმი, სოციალურად დაუცველებზე ზრუნვა და ა.შ.

GS Index - მთავრობის საქმიანობის ეფექტურობის ინდექსი

შედარებითი გრაფიკი

წარმატების მოლოდინის ინდექსი

წინა ინდექსის მსგავსად მთავრობის წარმატების მოლოდინის ინდექსი შედარებით მაღალია ჯანდაცვის სფეროსთვის (12) და ძალზედდაბალი ეკონომიკური საქმიანობის და დასაქმების მიმართულებით (-14 და -14 შესაბამისად).ამასთან ეკონომიკური საქმიანობის წარმატების მოლოდინის ინდექსის მაჩვენებელმა დაიკლო სამი პუნქტით მაისთან შედარებით, ხოლო დასაქმების ინდექსი ორი საფეხურით დაეცა.

დანარჩენი საკვლევი მიმართულებებით წარმატების მოლოდინის ინდექსი ინარჩუნებს მეტ-ნაკლებ სტაბილურობას - წინა თვესთან სხვაობა არ აღემატება +1/-1-ს, რაც კვლევის ცდომილების ფარგლებში ჯდება.

GS Index - წარმატების მოლოდინის ინდექსი

შედარებითი გრაფიკი

ამდენად, პროგრესი მომავლის პერსპექტივაში ახასიათებს განათლებასა და მეცნიერების საქმიანობას, ეკონომიკასა და დასაქმებას, ხოლო პოლიციისა და ადამიანის უფლებების მიმართულებები რეგრესს განიცდიან პერსპექტივაში.

მთავრობის საქმიანობის რეიტინგი

როგორც ამას ყოველთვის ვაკეთებთ, მაღლა მოცემული ორი ინდექსური ბაზის საფუძველზე ვადგენთ მთავრობის საქმიანობის რეიტინგს.

დაბლა მოცემულია გრაფიკი, სადაც ნათლად ჩანს, რომ მთავრობის რეიტინგი ინარჩუნებს სტაბილურად დაბალ მაჩვენებლებს. ჯანდაცვის სფერო ისევ დადებითად გამოირჩევა სხვა მიმართულებების ფონზე. თითქმის ყველა საკვლევ სფეროში ცვლილებები მაისთანშედარებით არ არის (+1/-1 სხვაობა კვლევის ცდომილების ფარგლებშიჯდება). მნიშვნელოვანი ცვლილება წინა ორი ინდექსიდან გამომდინარე (სადაც ასევე იყო ინდექსის მაჩვენებლის გამოკვეთილი ვარდნა) შეეხო სოციალურად დაუცველებზე/პენსიონერებზე ზრუნვის დარგს - მაისთან შედარებით ინდექსმა დაიკლო 2 პუნქტით.

GS Index - მთავრობის საქმიანობის რეიტინგი

შედარებითი გრაფიკი

ტრადიციულად, გიჩვენებთ ცხრილს, სადაც მოცემულია თითოეული მიმართულებით მთავრობის საქმიანობის რეიტინგისდინამიკა ბოლო 6 თვისგანმავლობაში.

პირველ რიგში აღსანიშნავია სოციალურად დაუცველებზე და პენსიონერებზე ზრუნვის დარგში რეინტინგის მაჩვენებლის სტაბილური უარყოფითი დინამიკა - დეკემბრის თვესთან შედარებით იგი დაკლებულია 4 პუნქტით. ასევე ავღნიშნოთ, რომ პოლიციის და ტერიტორიული მთლიანობა/უსაფრთხოება/ჯარის სფეროებში რეიტინგი დაუბრუნდა დეკემბრის მაჩვენებლებს - 14 და 6 შესაბამისად. დანარჩენ სფეროებში მთავრობის რეიტინგი ბოლო 6 თვის მანძილზე ინარჩუნებს მეტ-ნაკლებ სტაბილურობას.

ტექნიკური ინფორმაცია

კვლევის ფარგლებში ხდება მთავრობის საქმიანობის ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროების მიმართ მოსახლეობის განწყობისა და მოლოდინების შეფასება, რის შედეგადაც ითვლება 3 ტიპის ინდექსი:

• მთავრობის საქმიანობის ეფექტურობის ინდექსი

• წარმატების მოლოდინის ინდექსი

• მთავრობის საქმიანობის რეიტინგი

კვლევის მორიგი ტალღა ჩატარდა 2015 წლის ივნისის თვეში. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოიკითხა თბილისის მოსახლეობა: 600 რესპონდენტი, რომელთა ასაკიც იყო 18+. რესპონდენტებს დაესვათ კითხვა მთავრობის საქმიანობის შესახებ შემდეგ სფეროებთან დაკავშირებით:

• ჯანდაცვის სფერო

• განათლება და მეცნიერება

• ეკონომიკური საქმიანობა

• დასაქმება

• სოციალურად დაუცველებზე (მათ შორის პენსიონერებზე)ზრუნვა

• საგარეო ურთიერთობები

• ტერიტორიული მთლიანობა, უსაფრთხოება, ჯარი

• პოლიცია

• ადამიანის უფლებები

• მთავრობის დამოკიდებულება ხალხისადმი

ინდექსების განმარტება, ტერმინოლოგია

მთავრობის საქმიანობის ეფექტურობის ინდექსი – გამოხატავს საზოგადოების დამოკიდებულებას ამა თუ იმ სფეროში ერთი თვის განმავლობაში განხორციელებული ნაბიჯების მიმართ. ინდექსი დამოკიდებულია თითოეულ სფეროში დადებითი და უარყოფითი პასუხების პროპორციაზე. მნიშვნელობას იღებს -100-დან +100-მდე.

წარმატების მოლოდინის ინდექსი – გამოხატავს საზოგადოების მოლოდინს ამა თუ იმ სფეროში მთავრობის მიერ განხორციელებული ნაბიჯების შედეგების მიმართ. ეს ინდექსი ასევე დამოკიდებულია თითოეულ სფეროში დადებითი და ნეგატიური პასუხების პროპორციაზე. მნიშვნელობას იღებს -100–დან +100–მდე.

მთავრობის საქმიანობის რეიტინგი – ორი ინდექსის კრებითი ინდექსი, რომელიც გამოხატავს თუ რამდენად კმაყოფილია საზოგადოება კმაყოფილებას მთავრობის მიმდინარე მუშაობით და რამდენად ენდობა მას მომავალში. მნიშვნელობას იღებს 0–დან 100–მდე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42