"ნიუპოსტი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
"პრივატიზების ხელშეკრულების თანახმად, ინვესტორ კომპანიას ვალდებულება აქვს, 2018 წლის მაისამდე, ჯამურად განახორციელოს 220 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია არა მხოლოდ „მცხეთის წყლის“, როგორც ეს მედიასაშუალებებში გავრცელდა, არამედ თბილისის, მცხეთის და რუსთავის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციისა და განვითარებისათვის. აღნიშნული ინვესტიციის მნიშვნელოვანი წილი, ინვესტორ კომპანიას უკვე განხორციელებული აქვს.
რაც შეეხება „მცხეთის წყალს“, კომპანია რეგულარულად ახორციელებს წყალსადენისა და წყალარინების (კანალიზაცია) ქსელების შეცვლა-განახლებას ქ. მცხეთაში. მხოლოდ 2015 წლის განმავლობაში, შეიცვალა 2 000 გრძივი მეტრზე მეტი სხვადასხვა დიამეტრის წყალსადენის ქსელი, მოეწყო ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და ფილტრები, შეკეთდა 130 საკანალიზაციო ჭა და გაირეცხა 5 000 მეტრი წყალარინების ქსელი. სარეაბილიტაციო სამუშაოები, წინასწარ გაწერილი გეგმის მიხედვით ყოველწლიურად ხორციელდება. წყალსადენის გამართული ინფრასტრუქტურა თავის მხრივ, განაპირობებს ქ. მცხეთის მოსახლეობისთვის ხარისხიანი სასმელი წყლის უწყვეტ რეჟიმში მიწოდებას.
სასმელი წყალი, რომელიც მცხეთის მოსახლეობას ნატახტრის წყალსადენიდან მიეწოდება, მკაცრად კონტროლდება, როგორც სათავე ნაგეობებზე ასევე ქ. მცხეთის წყალსადენის გამანაწილებელ ქსელებში. წყლის ლაბორატორიულ კონტროლს ახორციელებს ISO სტანდარტის შესაბამისად აკრედიტირებული ქიმიურ-მიკრობიოლოგიური ლაბორატორია. წყლის ხარისხის ეროვნულ სტანდარტებთან და ჯანმო-ს რეკომენდაციებთან შესაბამისობას ადასტურებს, სამხარაულის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროს, 2015 წლის 16 ივლისის საექსპერტო დასკვნა #004135515 და ჰიგიენის ინსტიტუტის 2015 წლის 17 ივლისის #749, #750 საგამოცდო ოქმები. სასმელი წყლის ტარიფი, კი, რომელიც 10 თეთრით გაიზარდა და დღეისათვის 1 კუბურ მეტრზე 20 თეთრს შეადგენს ქ. მცხეთის გამრიცხველიანებული მოსახლეობისთვის, ყველაზე დაბალია საქართველოს მასშტაბით.
რაც შეეხება, მცხეთის არქეოლოგიური მუზეუმის ყოფილ შენობას, რომელიც ამორტიზებული და მუზეუმისთვის გამოუსადეგარი ნაგებობა იყო, „მცხეთის წყალმა“ პრეზიდენტის #20/15/05 განკარგულების საფუძველზე 2011 წელს შეიძინა. რემონტის შემდეგ, შენობაში „მცხეთის წყლის“ სერვის-ცენტრი განთავსდა, რომელიც მომხმარებელს უწევს მომსახურებას,"-ნათქვამია "მცხეთის წლის" მიერ გავრცელებულ ანცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






