რაიონის მუნიციპალიტეტში შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელმაც სოფლის მოსახლეობისთვის სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი აღწერა, მაგრამ აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ აღწერის შემდეგ მათთვის არავის მიუწოდებია ინფორაცია, თუ რა ეტაპზეა ზარალის ანაზღაურების პროცესი და რა ღონისძიებები მიმდინარეობს ამ მიმართულებით.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათთვის ისიც კი უცნობია, თუ ვინ არიან იმ კომისიის წევრები, რომელმაც ზარალი დაითვალა. ამ საკითხთან დაკავშირებით სოფლის მოსახლეობამ პასუხი ვერც გამგეობაში მიიღო, მათ გამგეობაში განუცხადეს, რომ თბილისში მომხდარი სტიქიის შემდეგ კახათში მომხდარი სტიქიის მასალების თბილისში გადაცემა და ზარალის ანაზრაურების მოთხოვნა სასაცილო იქნებოდა.
სოფლის მოსახლეობა ცენტრალური ხელისუფლებისგან დაინტერესებას და ზარალის ანაზღაურებას ითხოვს.
მასალის გამოყენების პირობები






