გიორგი მღებრიშვილმა საბადრაგო სამსახურის ახალი ავტოპარკი გახსნა
საზოგადოება - 13:09, 21 Jul, 2015     2170
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ახალი დასავლური სტანდარტების შესაბამისი საბადრაგო სამსახურის ავტოპარკი და ოფისი გახსნა. ავტოპარკში განთავსებული მანქანები კატეგორიების მიხედვითაა დიფერენცირებული და განკუთვნილია არასრულწლოვანი, ქალი და ყველა რისკის სრულწლოვანი მამაკაცი მსჯავრდებულებისათვის. აქვეა, თანამედროვე სტანდარტების რეანომობილები, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებებში მსჯავრდებულების დროულ და უსაფრთხო გადაყვანას უზრუნველყოფენ. აღსანიშნავია, რომ მაღალი რისკის პატიმრებისთვის განკუთვნილი ავტომობილები ანტივანდალური საკნებითა და შესაბამისად, თვითდაზიანების პრევენციის მექანიზმითაა აღჭურვილი.

გიორგი მღებრიშვილის განმარტებით, ახლადშეძენილი მსჯავრდებულთა გადასაყვანი სატრანსპორტო საშუალებები სრულად შეესაბამება დასავლურ სტანდარტებს და ადამიანის უფლებების დაცვით, მათ უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს.

„რეფორმის ფარგლებში ჩვენ ვქმნით შესაბამის გარემოს იმისთვის, რომ მსჯავრდებულმაც ღირსეულ პირობებში მოიხადოს სასჯელი და თანამშრომელსაც მიეცეს იმის საშუალება, რომ ეფექტურად და წარმატებით შეძლოს თავისი მოვალეობის შესრულება. სწორედ ამ მიზნებს ემსახურება საბადრაგო სამმართველოს ახალაშენებული შენობა და განახლებული, ევროპული სტანდარტების ავტოპარკი.

ჩვენ უარს ვამბობთ ყველაფერ საბჭოურსა და მოძველებულზე, სამუდამოდ გავაჩერეთ ის ავტომანქანები, რომლებიც წამებასთან და არაადამიანურ მოპყრობასთან ასოცირდება, რომლებითაც 20 პატიმრის ნაცვლად, 50 გადაჰყავდათ.

ახლადშეძენილი ავტომობილები სრულად შეესაბამება დასავლურ სტანდარტებს და მსჯავრდებულების უსაფრთხო, ადამიანის უფლებების სრული დაცვით გადაადგილებას უზრუნველყოფს. განახლებულია საბადრაგო სამმართველოს პირადი შემადგენლობის ფორმები და აღჭურვილობაც“- განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

მინისტრმა ჟურნალისტებს ავტომობილები პირადად დაათვალიერებინა და მათ ახალი საბადრაგო სატრანსპორტო საშუალებების დანიშნულება და ფუნქციები დეტალურად განუმარტა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42