"ახლა ჩემი 18 წლის გოგოს ამბავიც უნდა ვთქვა" - რა მოხდა ჯიშკარიანების ტრაგიკულ ოჯახში
საზოგადოება - 11:44, 21 Jul, 2015     20948
იაშვილის საავადმყოფოდან 12 წლის გიორგი ჯიშკარიანის ცხედარი დედ-მამამ­ 12 ივლისს, პეტრე-პავლობის დღესასწაულზე გამოასვენა და ქუთაისში გადაასვენა. მაკა კოხრეიძე, რომელსაც 2 ვაჟი - 6 წლის გოგა და 11 წლის თენგო ჰყავდა გარდაცვლილი, მესამე შვილის შველას 7 წელი დაჩოქილი იხვეწებოდა, მაგრამ ამაოდ. გიორგი ჯიშკარიანი რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.

„კვირის პალიტრა“ გარდაცვლილის დედას, მაკა კოხრეიძეს ესაუბრა.

"11 ივლისს ძვლადქცეული ხელები შემომხვია­ და მითხრა, - ჩქარა, მიშველე, ვეღარ ვსუნთქავო. ჩავიხუტე და ვიყვირე, - ექიმი­-მეთქი. ან ყვირილი რად მჭირდებოდა, შინაც რომ ყოფილიყვნენ წასულები, იმწამსვე გამოიქცეოდნენ - არ მეგულება, სადმე იმდენი გაუკეთონ პაციენტს, რასაც ამ საავადმყოფოში ჩემს გიორგის უკეთებდნენ... ექიმები ჩემს შვილს ჩემსავით დასტიროდნენ... მეორე დღეს კიდევ უფრო ცუდად გამიხდა. ექიმებმა დამაიმედეს, - ახლა აპარატზე ხელოვნურად დავაძინებთ, რომ ძალა აღარ დახარჯოს და მკურნალობას გავაგრძელებთო. სანამ პირში აპარატს ჩაუდებდნენ, - ჩქარაო, დაიძახა. მალე უნდოდა, რომ დასძინებოდა­ და ტკივილი არ ეგრძნო. მანამდე მითხრა, - ნუ გეშინია, დედა, არ დაგტოვებო. მომატყუა. იცოდა, რომ წავიდოდა და მაინც ასე მითხრა.

საკუთარ თავს სულ ვეკითხები, ამდე­ნმა უბედურებამ რატომ მოიცალა ჩემი ოჯახისთვის-მეთქი. პასუხს ვერ ვიღებ. 5 შვილი მყავდა, უფროსი 20 წლის არის და ღვთის წყალობით ჯანმრთელია. 3 ვაჟი კი გამომეცალა ხელიდან. გოგონაზე რომ ვიმშობიარე, ექიმებმა მითხრეს დაიღუპაო. მასზე არასოდეს ვლაპარაკობდი. ვფიქრობდი, ისე წაიყვანა­ უფალმა, რომ მისი ძმებივით ტანჯვა არ შეახვედრა-მეთქი. ახლა ჩემი 18 წლის გოგოს ამბავიც უნდა ვთქვა: მე და მამამისს რომ გვეგონა, ჩვენი გოგონა მკვდარი იყო, 6 თვის წინ დაგვიბრუნდა და გიორგი ცოცხალი ნახა. მე რომ დავიღლებოდი, ძმა მას დაჰყავდა ხელში აყვანილი".


მასალა ვრცლად იხილეთ ბმულზე: "კვირის პალიტრა"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42