ჩატარებული ტენდერების მიხედვით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე ქუჩების კაპიტალურ შეკეთებას კომპანია „ბლექ სი გრუპი“ აწარმოებს, რომელთა სამუშაოების ღირებულება დაახლოებით 6 მილიონ ლარს შეადგენს. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მდებარე ქუჩების კაპიტალურ შეკეთებას კი ახორციელებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „არენამშენი“. სამუშაოების ღირებულება 5 500 000 ლარია.
უახლოეს 5 დღეში საგზაო სამუშაოები დაიწყება თბილისიდან კოჯრის მიმართულებით გზაზე. ასევე დაგეგმილია კოჯრის ცენტრალური მოედნის კატიპალურად შეკეთება.
ამ დროისათვის დედაქალაქის მასშტაბით საგზაო სამუშაოები 11 ქუჩაზე ხორციელდება.
თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურმა და რაიონულმა გამგეობებმა 2015 წელს კაპიტალური საგზაო სამუშაოები განახორციელა 384 000 მ2 ფართის გზაზე, ხოლო ორმოული შეკეთება ჩაუტარდა 300 000 მ2 ფართობს. გეგმის ფარგლებში სულ 6 თვის მონაცემებით დედაქალაქის ბიუჯეტიდან საგზაო მიმართულებაზე დაიხარჯა დაახლოებით 27, 4 მლნ ლარი. სულ დედაქალაქის მასშტაბით კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდა 50-მდე ქუჩას.
მასალის გამოყენების პირობები






