"ვერ ვიტან ნარკომანიას, მაგრამ მზად ვარ ვუშუამდგომლო" - კვაჭანტირაძე მამულიჩას თავდებში უდგება
საზოგადოება - 10:24, 21 Jul, 2015     7293
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე ცნობილი პროდიუსერის კახი მამაულაშვილის დაკავების ფაქტს ეხმაურება. დეპუტატის თქმით, მიუხედავად იმისა რომ მას კატეგორიული წინაარმდეგობა გააჩნია ნარკომანიასთან, ის მზად არის კახი მამულაშვილს პრეზიდენტთან არსებულ კომისიასთან უშუამდგომლოს:

„რადგანაც მეგობრები განმარტებებს მთხოვენ საჭიროდ ვთვლი ჩემი სტატუსი დავაკონკრეტო. მე ვერ ვიტან ნარკომანიას. მე არ ვმეგობრობ ნარკომანებთან და ყოველთვის ვიქნები ნარკოტიკების მოხმარების კატეგორიული წინააღგმდეგი. მიუხედავად ამისა, ვიცი ბევრი შეცდომად ჩამითვლის და ბევრს არ მოეწონება, მაგრამ მე მზად ვარ ჩემს მეგობრებთან ერთად ვუშუამდგომლო ამ კაცს კანონის სრული დაცვით მისი სასჯელის შემსუბუქებაზე. ამას ადვოკატებიც ხომ აკეთებენ პროცესზე.? მე არ ვერევი არანაირ პროცესში. ღმერთმა დამიფაროს. იმედი მაქვს, რომ განაჩენის გამოტანის მერე, კანონის სრული დაცვით პრეზიდენტთან არსებულ კომისიას შუამდგომლობით მივმართავ. ასეთით სარგებლობის უფლება ყველას აქვს. ახლა ავხსნი მარტივად რატომ გავაკეთებ ამას. ამას უპირველესად იმიტომ გავაკეთებ, რომ კახი აღიარებს დანაშაულს და რადგანაც, ვიცნობ რა მას ძალიან კარგად და ძალიან დიდი ხანია, მჯერა მისი და ვენდობი, რომ სიტყვას შეასრულებს და ეს მისთვის მწარე გაკვეთილი იქნება. მეორე: არ შემიძლია გაჭირვებაში ჩავარდნილ კაცს ხელი არ გავუწოდო. ვერ ნახავთ ადამიანს, ვინც ახლოს იცნობს მამულიჩას და არ უყვარდეს იგი...პირადად რომ არ ვიცნობდე ამას არ გავაკეთებდი არცერთ შემთხვევაში. ვისაც ჩემი პოსტი აღაშფოთებს მათ ვთხოვ-- ნუ მივაწებებთ პოლიტიკურ იარლიყებს ნურც მამულიჩას და ნურც მის საქმეს. მამულიჩა პოლიტიკისგან ნამდვილად შორს იყო ყოველთვის. თუ იგი ყველა დროში ყველას უყვარდა და პატივს სცემდნენ - ეს მასზე მხოლოდ დადებითად მეტყველებს. ძალიან გთხოვთ "ჭკუის სწავლებისგან" თავი შეიკავეთ. გაუაზრებლად არ ვწერ რასაც ვწერ. მე ასე მიმაჩნია. საბოლოოდ კი ისევ გავიმეორებ - კატეგორიულად ვერ ვიტან ნარკომანიას და ამ სენის გამო მეგობრები მყავს დაკარგული. რასაც ვწერ -ამას ვაპირებ, მაგრამ საბოლოოდ მაინც ბრალდებას და სასამართლოს გადაწყვეტილებას დაველოდები.“- წერს ზვიად კვაჭანტირაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42