შეგახსენებთ, სწორედ კალაშოვის დაპატიმრების შემდეგ ლაშა შუშანაშვილმა დაიკავა კალაშოვის პოზიციები და განაგებდა ყველა მნიშვნელოვან საქმეს. კლანებს შორის დაპირისპირების საწყის ეტაპზე 2008 წელს დედ ჰასანის კლანში სწორედ შუშანაშვილი გახდა პირველი პირი.
იმის გავითვალისწინებით, რომ კალაშოვის წინააღმდეგ ბევრი კრიმინალური დაჯგუფება ირაზმება, სერიოზული ომის მოლოდინში უნდა ვიყოთ, შაქროს უპირისპირდებიან ნაწილი სლავი ,,კანონიერი ქურდების", მათ სხვა დაჯგუფებებისგან განსხვავებით აქვთ რუსეთში ყოფნის პრივილეგია, ქართველების თურქული დაჯგუფება, რომლებისთვისაც მიუღებელი აღმოჩნდა ფარფალიას მფარველობა კალაშოვის მხრიდან და ბერძნული კლანის წარმომადგენლები სებისკვერაძის და ბიგინაშვილის მეთაურობით, რომლებიც კალაშოვმა მწვავედ დაიპირისპირა, მათ შუერთდა აგრეთვე მზარელუა. შესაძლებელია, თუმცა ჯერ არ დასტურდება, რომ ამ დაჯგუფებებს დაემატოს გელა ქარდავა. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ბევრმა კრიმინალმა სწორედ ამ ,,კანონიერი ქურდებისგან" მიიღო ბოლო წლებში ხელდასმა ლაშა შუშანაშვილის ქვეშ გაერთიანებით საკმაოდ დიდ ძალას ეყრება საფუძველი, ალბათ კალაშოვს მარტივი გასეირნება, როგორც ამას ბევრი ელოდა ნამდვილად არ გამოუვა.
მასალის გამოყენების პირობები